სამართალი
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია! - ნინო ბურჯანაძე

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, პარტია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისია და საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წელს უნდა გაიმართოს. ბოლო არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა.

ქვეყანაში ნადვილად პოლიტიკური კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა და ცალკეული მინისტრები აცხადებენ, რომ კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, სინამდვილეში კრიზისი არ არის. თუმცა მხოლოდ ის, რომ რამდენიმე თვის წინ მთავრობა გადადგა, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ნამდვილად სერიოზული კრიზისი იყო“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, კრიზისის კიდევ ერთი მაჩვენებელია ფარული აუდიოჩანაწერების დაუსრულებელი „სერიალი“, რომლებსაც, ერთის მხრივ, ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს ტელეარხი Rustavi2, მეორეს მხრივ, მთავარი პროკურატურა. ეს ჩანაწერები ეხება მსხვილ კომპანია Omega Group-ს და გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს.

რასაც ჩვენ ვხედავთ და გვესმის ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც გვაწვდიან ფარულ ჩანაწერებს ტერორის შესახებ, რომელსაც მთავრობა ახორციელებს ბიზნესმენებზე, დანაშაულებზე, რომლებსაც ხელისუფლება ხელს აფარებს, იმ არაფორმალურ და უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ხელისუფლებაში ადგილი აქვს?", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

პარლამენტის ექსსპიკერი დარწმუნებულია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქვეყნის გადარჩენის“ ერთადერთი გზაა.

„“ქართული ოცნება" ამბობს: დიახ, შესაძლოა, მე ვარ ცუდი ხელისუფლება, მაგრამ თუ არ ამირჩიეთ, დაბრუნდება სააკაშვილი დანაციონალური მოძრაობა". სწორედ ამ მიზნით დაიწყო კოჰაბიტაციანაციონალური მოძრაობასთან". სწორედ ამ მიზნით შეინარჩუნესნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, რათა საფრთხობელასავით მუდმივად აჩვენონ სააკაშვილი და მისი გუნდი. ეს უნდა დასრულდეს. ეს უნდა დასრულდეს მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათის, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს.

ხალხი ძალიან იმედგაცრუებულია და ხელისუფლება დაქართული ოცნება" კატასტროფულ სიტუაციაში არიან. მათ ეს ესმით. და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადაარჩინონ სიტუაცია და ყველა შესაძლო ხერხით თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. თუმცა, რაღაც მინიმალური სტანდარტების დაცვის შემთხვევაში შეუძლებელია, პირველ ტურში გაიმარჯვოსოცნებისკანდიდატმა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს, პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითად ბრძოლაში მონაწილეობენ ზურაბიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს 10 ოპოზიციური პარტია, და მისი ყოფილი თანაპარტიელი, ახლა კი კანდიდატი პარტიიდან ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვისდავით ბაქრაძე.