სამართალი
საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
კითხვაზე - “დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” - პასუხები ალოკაციის გარეშე (გამოკითხულთა სრული ოდენობა) ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 23%; სალომე ზურაბიშვილი – 21%; დავით ბაქრაძე – 10%; შალვა ნათელაშვილი – 4%; არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე – 31%.