პოლიტიკა
ივანიშვილმა მოუწოდა გუნდის მერყევ წევრებს - ნუ კეკლუცობენ, კეთილი ინებონ და პატივი სცენ პარტიის პოზიციას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. თუ დარჩნენ ერთეულები პარტიაში, მათ შევახსენებ, ნუ კეკლუცობენ, კეთილი ინებონ და სალომე ზურაბიშვილზე პარტიის პოზიციას პატივი სცენ, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და იმედის ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა მიმართა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, პირველსავე ტურში დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს. მისივე თქმით, ბოლო კვლევებით, დიდი შანსია, სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვოს.

კიდევ ერთხელ შევახსენებ გუნდის წევრებსაბსოლუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნდა, რომ სწორი პოზიცია აიღო და მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ კიდევ თუ დარჩნენ ერთეულები, მათ შევახსენებ, ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ. ძალიან ღირსეული კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი და ის ძალიან ბევრს იმსახურებს, მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ.

დიდი შანსი გვაქვს, პირველივე ტურში გავიმარჯვოთ. მეორე ტურში კითხვის ნიშანი არაა. სალომე ზურაბიშვილი 100%-იანი ალბათობით იმარჯვებს. არის დიდი ალბათობა, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვოს.

მინდა, მივმართო ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც მერყეობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომ ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და ძალიან გთხოვდით, რომ აქტიურები იყავით 28-ში. შიდა კვლევებს აბსოლუტურად ვეთანხმები, რაც გამოაქვეყნაქართულმა ოცნებამ“.

იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ძირითად ოპონენტებადნაციონალური მოძრაობისორ ნაწილს მოიხსენიებენ, არაფერი გასაკვირი და გასაოცარი არ არის, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ბიოგრაფიით, როგორიც მას აქვს, პირველსავე ტურში გაიმარჯვოს. მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ისტორიულად მხარს უჭერდაქართულ ოცნებას“, იქნებ პირველივე ტურში მოვახერხოთ და სალომე ზურაბიშვილი ავირჩიოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.