საზოგადოება
ლევან ვეფხვაძე: "მიშას ვირტუალური სამყარო იმსხვრევა"

levan_vefxvadze"ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე ხელისუფლების ახალ წამოწყებას – "ვაუჩერიზაციას", სააკაშვილის ვირტუალური სამყაროს მსხვრევის დადასტურებად აფასებს.

როგორც ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აქტუალური არ უნდა იყოს, მაშინ, როდესაც მთავრობა ამტკიცებს, რომ საზოგადოება დალხენილია.

მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" სოფლებში ჩავიდნენ, სადაც ნათელია, რომ სოფლის მოსახლეობისთვის ეს 20 და 30–ლარიანი ვაუჩერები გადარჩენის ერთდაერთი საშუალებაა.

"როცა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში გამართული დებატებისას მთავრობას ბრმების მთავრობა უწოდა, ახლობელმა დამირეკა და დაინტერესდა, ხომ არ ეწყინებოდათ ეს განცხადება უსინათლოებს. მე განვუმარტე, რომ ვგულისხმობდით იმ მთავრობას, რომაც თვალის ჩინი აქვს, მაგრამ ვერაფერს ხედავს. ჩემი ახლობელი დამეთანხმა და თქვა, რომ, მართალია, მთავრობა გვიმტკიცებს დალხენილი ვცხოვრობთო, მაგრამ 20-30 ლარის მათხოვრები გაგვხადაო," – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.