პუბლიკაციები
ცესკო აბსოლუტურად მზად არის არჩევნების ჩასატარებლად - თამარ ჟვანია

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ორგანიზების თვალსაზრისით უკვე აბსოლუტურად მზად არის არჩევნების ჩასატარებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა.

ბიულეტენები დაბეჭდილია. ამომრჩეველთა სიები იბეჭდება. დღეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დასრულდება. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ არჩევნების დღეს არჩევნები ჩავატაროთ და ამომრჩევლებს მოვემსახუროთ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.