სამართალი
სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ჯარის გაყვანის დავალება მიიღო

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ბრალდების მხარემ 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის საქმეზე სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი მამია ბალახაძე დაჰკითხა.

მოწმის განმარტებით, 2007 წლის 7 ნოემბერს მან სახმელეთო ჯარების რუსთაველის გამზირზე გამოყვანის დავალება მიიღო. მოწმის თქმით, ტერიტორიაზე ხალხი არ უნდა შეეშვათ.

ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით, 12:00-13:00 საათამდე დამიკავშირდა გენშტაბის უფროსი ზაზა გოგავა და მივიღე დავალება, რომ უნდა გამომეყვანა რამდენიმე ბრიგადა და გადამეკეტა რუსთაველის გამზირამდე მიმავალი ქუჩები, ცენტრალური გზა და მიმდებარე ქუჩები”, - განაცხადა მან.

ბრალდების მხარემ იმავე დღეს კიდევ ხუთ მოწმეს მოუსმინა.

პროკურატურამ 7 ნოემბრის დარბევის საქმეზე ბრალი ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს – მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას წაუყენა.