სამართალი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით რუკის შედგენა, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი არიან.

ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან ქვეყნის გარეთ გატანა – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა.

დღეს მოქმედი კანონით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2 000 ლარს შეადგენს.