საზოგადოება
აკაკი ასათიანმა და ვახტანგ გაბუნიამ კახა კუკავას სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ განაცხადეს, რომ ისინი ხსნიან საკუთარ კანდიდატურას და არჩევნებში მხარს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას უჭერენ.

მათივე თქმით, არჩევნების შემდეგ ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმილია კოალიციის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით წინ კუკავას მხარდაჭერა გამოუცხადა აგრეთვე ხალხის პარტიის ლიდერმა ალექსი კობაიძემაც.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.