პოლიტიკა
საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ომზე ილაპარაკოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.
„წინა ხელისუფლების ქმედებების გამო ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. რა განცხადებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა, 200-მდე სოფელი. დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოდიხართ, საუბრობთ ომზე, ძალიან უხერხულია“, – განაცხადა კალაძემ.