პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: დეფრაგმენტაცია, როგორც რუსეთ-საქართველოს გაჭედილი ურთიერთობის გადატვირთვის მეთოდი

     რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დასარეგულირებლად მოსკოვს მოუწევს, ერთმანეთისაგან განაცალკევოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხების პაკეტი და საკითხები, რომელთა მიხედვით უკვე დღეს შეიძლება და აუცილებელიცაა თბილისთან მოლაპარაკების მიღწევა. მაგალითად, „ჩამოხსნასსაქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭება მასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, უსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს“, - ნათქვამია ჩემს 15 ოქტომბრის პუბლიკაციაში გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

     აქ რეცეპტი, არ შეიძლება ითქვას, რომ მარტივია, მაგრამ ის არსებობს, კერძოდ კი - ურთიერთქმედების, თანამშრომლობის, დიალოგის იმ სფეროების გამოყოფა, რომლებშიც ეს დიალოგი, ურთიერთობა და კონტაქტები უბრალოდ შესაძლებელი კი არა, ჰაერივით აუცილებელია, აუცილებელია არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ხალხისათვის. და ამასთან, სამწუხაროდ, ცალკეკალათისსახით იმ პრინციპული საკითხების შენახვა, რომლებთან დაკავშირებით მოცემულ მომენტში კონსენსუსის გამონახვა შეუძლებელია“, - პრაქტიკულად იგივე განაცხადა მეორე დღეს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორმა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეხიდ „მოსკოვი-თბილისი-ტალინი-ტაშკენტის“ მიმდინარეობისას. (ზახაროვამ, უდავოდ, ანალოგია გაავლო არა Windows-ის კალათასთან, რომელშიც წაშლილ ფაილებს ვყრით, არამედ ორი მეზობელი მართლმადიდებელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობისმეხსიერების მყარ დისკთან“, საიდანაც ესფაილებიშეიძლება ამოღებული იქნეს უფრო ხელსაყრელ პირობებში).

     ჩემი პროგნოზის და ზახაროვას განცხადების დამთხვევა შემთხვევითი არ გახლავთ - იმის მაჩვენებელი პირველი „მერცხალი“, რომ მოსკოვში ახალ მიდგომას, უფრო ზუსტად კი - თბილისთან ურთიერთობაში ჩიხიდან გამოსავალს გვთავაზობენ, გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ 9 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდზე ნასროლი ფრაზა: ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ჩვემს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობა იყოს, მაგრამ თუკი ეს არ გამოდის, უფროს შესაფერის მომენტს დაველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ ვიზების საკითხზე და ვმუშაობთ ამაზე“.

     მაშ ასე, რუსეთი გვთავაზობსდეფრაგმენტაციას“, როგორც გაჭედილი ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვის მეთოდს - ზახაროვას მოწმობით, მათსრულფორმატიან განვითარებაზე უზარმაზარი მოთხოვნაა, მათ შორის - საქართველოს მხრიდან. ანუ, ცალკე სეგმენტად გამოყოფა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული „ფაილებისა“ , რომლებიც გამუდმებულ ძვრებს იწვევენ და ხელს უშლიან მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის დარეგულირებისათვის მუშაობაში უწყვეტ ხაზს.

     დღეს ძნელი სათქმელია, იმუშავებს თუ არა ეს ნოუ-ჰაუ, მაგრამ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის ყოფილი კოლეგა - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს, რასაც მალე მათი შეხვედრა მოჰყვება. მოვლენათა დინამიური განვითარების შემთხვევაში მომავალში გამორიცხული არ არის რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც. ურთიერთნდობა, რომელიც ამ შეხვედრებისას აღმოცენდება, შესაძლებელს გახდის კალათიდან იმ პრინციპული საკითხების ამოღებასაც, რომლებთან დაკავშირებით მოცემულ მომენტში კონსენსუსის მონახვა შეუძლებელია (ზახაროვას ფორმულირება ვიდეოხიდის მიმდინარეობისას).

     როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის ქცევის ხაზი მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ ახალ რეცეპტზე? ალბათ, საქმიანი და აქტიური. ზუსტად ვიცი, როგორი არ უნდა იყოს ის. რუსეთის მიერ საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებაში დაინტერესების ღიად აღიარების გამოყენება და ულტიმატუმის პოზის დაჭერა, ალბათ, უადგილო იქნება. ვფიქრობ, დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული გლობალური გადაფორმატების პროცესის შედეგად მსოფლიოში პოლიტიკური კონტინენტების შეჯახება ხდება, საქართველოსთვის სახიფათოა ბირთვული ზესახელმწიფოების დაპირისპირების წინა ფლანგზე ყოფნა. საერთაშორისო ორგანიზაციებში საკუთარი პრობლემების დროშის ქნევით საქართველო რისკავს, ამოძრავებულტექტონიკურ ფილებს“ - რუსეთსა და აშშ- - შორის მოიჭყლიტოს და არსებობა შეწყვიტოს, რაც საქართველოსთან შედარებით ბევრად უფრო შემდგარ სახელმწიფოებსაც კი დამართვიათ. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკული გამოსვლები „რუსული ოკუპაციის“ წინააღმდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, გაეროში და სხვა საერთაშორისო მოედნებზე, მხოლოდ დასავლეთის - ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის მიერ გამოიყენება, როგორც არგუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოსთვის კი რაიმე რეალური სარგებლობა არ მოაქვს.

     იგივე ეხება საქართველოს სწრაფვას ნატოს წევრობისაკენ, რასაც ასევე დაუთმო ყურადღება ზახაროვამ ზემოთ აღნიშნული ვიდეოხიდის დროს, როცა, კერძოდ, შემდეგი განაცხადა: ეს არის სამხედრო ბლოკი, რომლის ღიად დეკლარირებული მიზანია რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა ასპექტში - ჩვენი განვითარების შეკავება თუ საერთოდ არ დაშვება... ისინი მიზნად ისახავენ, უბრალოდ, ალყაში მოგვაქციონ, და შემდეგ თქვენ სვამთ შეკითხვას - როგორი იქნება რუსეთის მხარის ადეკვატური ქმედება?! ამ შეკითხვას სამხედრო ექსპერტები უპასუხებენ. ჩვენ ეს ძალიან არ გვინდა. იბადება ელემენტარული შეკითხვა - რა საჭიროა რუსეთის ცხვირწინ ნატოს საფრთხობელის წინასწარ ფრიალი, სადაც საქართველოს მაინც არ ღებულობენ (ბოლო განცხადებების მიხედვით: ტრამპის - „იქნებ მომავალში, ახლა - არა“, მერკელის - „ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოს მისაღებად მზად არ არიან“, სტოლტენბერგის - „მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს MAP- მიანიჭებენ“)? შემდგომში სახვეწარი არ გაგვიხდეს, რომ რუსეთმა დღევანდელი სტატუს-კვო შეინარჩუნოს საქართველოს მიმართ, რომელსაც „აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის“ მოთხოვნის თავი უკვე აღარ ექნება...

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო
ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 22 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი