პოლიტიკა
აშშ-ს ელჩი ოცამდე ქვეყანაში არ ჰყავს, მათ შორის - საქართველოში

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. თითქმის 2 წელია, ტრამპის ადმინისტრაციაში 20-მდე ქვეყანაში ელჩის ადგილი ვაკანტურია - საუდის არაბეთის და თურქეთის საელჩოების ჩათვლით.

კადრების პრობლემის საკითხის განხილვა გასულ კვირას მას შემდეგ განახლდა, რაც საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც ამასთანავე აშშ-ის მოქალაქე იყო, თურქეთში დაიკარგა. მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა, ვრცელდება ცნობები, რომ ის მოკლულია.

ამერიკის საელჩოებს ორივე ქვეყანაში დიპლომატიური პერსონალი ჰყავთ, მაგრამ ელჩის არარსებობა გავლენას ახდენს მუშაობაზე. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ აშშ მთლიანად არ არის ჩართული.

აშშ-ს ელჩი საქართველოშიც არ ჰყავს. იან კელიმ პოსტი მარტში დატოვა. მას შემდეგ ელჩის მოვალეობას ელიზაბე რუ ასრულებს.

შეერთებული შტატების დიპლომატიური სამსახურები ელჩის გარეშე მუშაობენ შემდეგ ქვეყნებშიც:

მექსიკა

კუბა

პანამა

ირლანდია

შვედეთი

ესტონეთი

თურქეთი

საქართველო

პაკისტანი

ტაილანდი

ავსტრალია

საუდის არაბეთი

ეგვიპტე

ლიბია

ჩადი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ტანზანიის რესპუბლიკა

იორდანია

კოტ-ივუარი