პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახურის განცხადება

axali_memarjveneebiპოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის - ჯეიმს კლაპერის მიერ მიმდინარე წლის 16 თებერვალს გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ სენატის დაზვერვის კომიტეტისთვის წარდგენილ ანგარიშში გამოთქმული ვარაუდი 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დარჩენის შესახებ, ინტერპრეტირებულ იქნა არასწორად და ეს დოკუმენტი ქართულ მედიაში გავრცელებული დასკვნების გაკეთების საბაბს არ იძლევა.

როგორც ცნობილია, ამ დოკუმენტის ერთ–ერთ თავში „კავკასია და ცენტრალური აზია“ საუბარია, რომ, მართალია, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სამომავლო გეგმებს არ განსაზღვრავს, მაგრამ ახალი კონსტიტუციით მისთვის ხელმისაწვდომია ყველა პარამეტრი, რომელიც მას 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს, ამჯერად – პრემიერ-მინისტრის რანგში. ეს ფრაგმენტი ქართული მედიისა და ექსპერტთა ნაწილისთვის გახდა დასკვნის საფუძველი, რომ აშშ–ის დაზვერვა შეგუებულია 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას.

სინამდვილეში ამ დოკუმენტში, რომელიც თავის შინაარსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ასახავს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებიც ყურად უნდა იღოს აშშ–ის ხელისუფლებამ. ეს გარემოება, აქვე ჩამოთვლილ სხვა გარემოებებთან ერთად, დასახელებულია როგორც გამოწვევა, რომელსაც შეიძლება სიტუაციის გამწვავება მოჰყვეს.

ეს არის საკუთარი მთავრობისა და ქვეყნის პოლიტიკური წრეების გაფრთხილება, რომელზეც აშშ–ის დაზვერვის დეპარტამენტი ამახვილებს ყურდღებას. მაგრამ ამ შესაძლო საფრთხეზე უნდა იფიქრონ თავად საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის პოლიტიკურმა წრეებმა და საზოგადოებამ.