აქტუალური
საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჩვენ ვერა და ვერ შევძელით ისეთი პოლიტიკური ელიტის ხელისუფლებაში მოყვანა, რომელიც შეასრულებდა იმას, რაზეც ფიქრობდა და საბოლოო ჯამში ყველა დამარცხდა სისტემასთან ბრძოლაში. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ილუზია იმისა, რომ მართავდა სისტემას, რაც არის შეცდომა. სისტემა კი არ უნდა გვემართა, სისტემისთვის თავი უნდა წაგვეცალა“, - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.
ხუხაშვილის თქმით, თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა სისტემის მართვა და მას იყენებდა ადამიანების წინააღმდეგ, დღევანდელი ხელისუფლება ამ იარაღს უშნოდ ატრიალებს და ხან ფეხში ირტყამს, ხან რბილ ადგილებში.