უცხოეთი
მაიკ პომპეო - პასტორ ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები შესაძლოა, ნაწილობრივ მოუხსნას

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. პასტორ ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები შესაძლოა, ნაწილობრივ მოუხსნას – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სანქციების ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული პასტორ ბრანსონთან და ვაშინგტონი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ანკარაში გამართულ შეხვედრაზე სანქციების გაუქმების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

ამერიკელი პასტორი თურქეთში 2016 წლის შემდეგ იყო დაკავებული. თურქეთის ხელისუფლება ენდრიუ ბრანსონს გადატრიალების მცდელობასთან კავშირში სდებდა ბრალს. იზმირის სასამართლომ პასტორი 12 ოქტომბერს გაათავისუფლა.

1tv.ge