საზოგადოება
ალექსანდრე ჭაჭია: ამერიკელები პატარკაციშვილის საქმის ბოლომდე გამოძიების უფლებას არ მისცემენ

საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართველმა პოლიტოლოგმა, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჭაჭიამ კომენტარი გაუკეთა პროკურატურის განცხადებას 52 წლის ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ხმები დადიოდა, იყო ასეთი ვერსიები ქართველ საზოგადოებაში, რომ ეს ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიმოქმედეს პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით, მაგრამ ამის მტკიცებულებები ვერ იპოვეს. მერე გამოირკვა ახალი გარემოებები - ბორის ბერეზოვსკისთან ურთიერთობის გაუარესების შესახებ - თითქოს მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ბერეზოვსკი რაღაც ფულს ითხოვდა, პატარკაციშვილი კი არ აძლევდა, და თითქოს ეს გახდა მისი სიკდილის მიზეზი“, - თქვა ალექსანდრე ჭაჭიამ რადიო Sputnik-ის ეთერში (მოისმინეთ აქ).

ინგლისის მხარემ კი საკუთარი გამოძიება ჩაატარა და თქვა, რომ სიკვდილი ბუნებრივი იყო, თუმცა ხალხს ეს უკვირს, რადგან ის ჯანმრთელი იყო და დიდ ყურადღებას აქცევდა თავის ჯანმრთელობას, და უცებ ისეთი გულის უკმარისობა აღმოაჩნდა, რომ სიკვდილამდე მიიყვანა“, - აღნიშნა ჭაჭიამ, რომლის თქმით, ობიექტური გამოძიება ბევრ შეკითხვას გასცემდა პასუხს, მაგრამ ის კითხვის ნიშნის ქვეშაა.მოკლედ, ეს ბნელით მოცული ამბავია და ამერიკელები სულაც არ არიან დაინტერესებული, რომ სააკაშვილი, ადამიანი, რომელსაც ისინი მხარს უჭერდნენ და კავკასიაში დემოკრატიის შუქურას, მსოფლიოში ლამის ყველაზე პროგრესულ ახალგაზრდა პრეზიდენტს უწოდებდნენ, მათი რჩეული... რომ ეს ადამიანი ბანალური მკვლელი აღმოჩნდეს. ამიტომ არა მგონია, ამ საქმის ბოლომდე გამოძიების უფლება ისცენ“, - დაასკვნა ჭაჭიამ.