საზოგადოება
უკრაინის ხელმძღვანელი პირები საკუთარი განცხადებებით საეკლესიო საქმეებში ინტერვენციას ახორციელებენ - მარია ზახაროვა

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულებებს – სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფას – არღვევს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართული ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისის–ტალინი–კიშინიოვის მსვლელობისას უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტარისას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის სრული გაწყვეტის გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის მხრიდან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყების გამო მიიღო.

ბოლო წლის განმავლობაში ერთი დღეც არ იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გამოეთქვა. ეს საეკლესიო საქმეებში ინტერვენციაა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი სიტყვებით, ეს ერთერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმაა უკრაინელი ხალხის ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზეხალხის კონსოლიდაციაზე, როგორც უკრაინული სახელმწიფოებრიობის საფუძველზე“.

ამ დარტყმის შედეგს მომავალში ვიხილავთ. ეს ცენტრიდანული და არა ცენტრისკენული პროცესებია“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთში ხელისუფლების ინსტიტუტები დისტანცირებული არიან და მაქსიმალურად დისტანცირდებიან რელიგიურ საქმეებში ნებისმიერი სახით ჩარევისგან“.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადაწყვიტა, დაიწყოს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი. კონსტანტინოპოლმა ასევე გადაწყვიტა, გააუქმოს ანათემა და ყველა აკრძალვა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამკიევის საპატრიარქოს" თვითმარქვია ხელმძღვანელ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის სხვა მღვდელმთავრებს დაადო.

ამგვარად, კონსტანტინოპოლმა პირველად ცნო ლეგიტიმურად უკრაინის საეკლესიო სტრუქტურები. გარდა ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა თავისი უფლებების შესახებ უკრაინაში და გამოიწვია 1686 წლის ისტორიული წერილის უფლებრივი ვალდებულებები, რომელიც ეხება მოსკოვის პატრიარქის მიერ კიევის მიტროპოლიტის დანიშვნის უფლებას.

საქართველოს საპატრიარქომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სიფრთხილე, რათა არ მოხდეს დაპირისპირება საზოგადოებაში და კიდევ უფრო რთული პროცესების განვითარება.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინოპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქოები, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისგან თავს შეიკავებს", – ნათქვამია განცხადებაში.