სამართალი
უკრაინაში Су-27-ის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინელი და ამერიკელი მფრინავები დაიღუპნენ

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის არმიის თვითმფრინავ Су-27-ის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ორივე მფრინავი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი სამხედრო იყო. „მწუხარებით ვიუწყებით, რომ საძიებო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, აღმოჩენილი იქნა ორი პილოტის ცხედრები: ერთი მათგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეა, მეორე - აშშ-ის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურე“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის გვერდზე გამოქვეყნდა.

თვითმფრინავი მონაწილეობდა სამხედრო სწავლებაში „სუფთა ცა-2018“ (Clear Sky-2018), რომელიც უკრაინაში ვინიცის და ხმელნიცკის ოლქების ცაში 8-დან 19 ოქტომბრამდე ტარდება.