პოლიტიკა
რუსეთი საქართველოსთან სრულფორმატიანი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებითაა დაინტერესებული, რომელიც ასევე ილტვის კავშირების დალაგებისკენ - მარია ზახაროვა

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამის შესახებ ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისი–ტალინი–კიშინიოვის მსვლელობისას განაცხადა.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობ 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სრულფორმატიანი განვითარება არის ის, რაც დამტკიცებას არ საჭიროებს. ჩვენ ყოველ ჯერზე ვამბობთ და ვახსენებთ, რადგანაც ბევრმა უკვე დაივიწყა, რომ რუსეთი ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი არ იყო. თუმცა, ამავე დროს ორ ხალხს შორის კავშირისა და ინტერესის ძალა იმდენად დიდია, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა, ეკონომიკური, კულტურაზე საერთოდ არაფერს ვამბობ და ჰუმანიტარული კავშირები ნელა, მაგრამ ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, მათ შორის, საქართველოს მხრიდან ამ ურთიერთობების განვითარების კოლოსალურ მოთხოვნას“, – განაცხადა ზახაროვამ.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, მაგრამ არა პრინციპული საკითხის – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

ამავე დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. რუსეთი საქართველოსთან ტვირთბრუნვის მოცულობით ლიდერი ქვეყნების სამეულში შედის.