საზოგადოება
რეცეპტი მარია ზახაროვასგან - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების იმ სფეროების გამოყოფა, სადაც კონტაქტები უბრალოდ შესაძლებელი კი არა, ჰაერივით აუცილებელია!

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებისთვის, რისი მოთხოვნილებაც ორი ქვეყნის ხალხებს აქვს, საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებაა საჭირო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართული ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისის–ტალინი–კიშინიოვის მსვლელობისას.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ისტორიაში არცთუ ცოტა მაგალითია იმისა, თუ ადამიანები, ერები, პოლიტიკოსები როგორ ლახავდნენ ამ ვითარებას და რეცეპტიაქ შეუძლებელია ვთქვათ, რომ ძალიან მარტივიარსებობს. შეიძლება ამ ურთიერთობებს სხვადასხვანაირად დავარქვათ, სადაც ეს დიალოგი, ურთიერთობები და კონტაქტები უბრალოდ შესაძლებელი კი არა, ჰაერივით აუცილებელია. აუცილებელია არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ხალხისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, მან გულდაწყვეტით აღნიშნა პრინციპული საკითხების „ცალკე კალათის“ არსებობა, რომელთა მიმართებითაც მოცემულ მომენტში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, მაგრამ არა პრინციპული საკითხისქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

რაც შეეხება საქართველოსთვის პრინციპული საკითხებისადმი განსხვავებულ მიდგომებს. რუსეთისთვის ეს საკითხი სხვანაირად ფორმულირდება, საქართველოსთვის კი - სხვანაირად. ვფიქრობ, რომ რუსულმა მხარემ არაერთხელ   გამოთქვა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, და თბილისიც საკუთარ პოზიციას საკმაოდ ნათლად აფიქსირებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ურთიერთობების დარეგულირებისთვის მსოფლიო გამოცდილების მნიშვნელობა აღნიშნა და ახლო აღმოსავლეთის მაგალითი მოიყვანა.

რა უნდა ვქნათ ამ სიტუაციაში? მე მგონია, რომ არსებობს მსოფლიო გამოცდილება, რომელსაც შეიძლება უბრალოდ მივმართოთ და გავიგოთ, რომ ჩვენ არც პირველი და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი სახელმწიფო ვართ, რომელსაც პრინციპული საკითხებისადმი დიამეტრალურად განსხვაგებული შეხედულებები აქვს. შეხედეთ, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს. ჯერ კიდევ 10–15 წლის წინ მთელ რიგ სახელმწიფოებს შორის დიალოგი პრინციპში შეუძლებელი იყო, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო არამარტო დიპლომატიური ურთიერთობები, არამარტო ჰუმანიტარული ურთიერთობები, არამედ ნებისმიერი კონტაქტი. მაგრამ გავიდა წლები და ამ რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის აბსოლუტურად სხვა სურათს ვხედავთ“, – განაცხადა ზახაროვამ.

ურთიერთობების დარეგულირების მაგალითად ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივება დაასახელა.

თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ვითარებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სურთ ან უბრალოდ იძულებული არიან, ჩამოვიდნენ პირადი საკითხების, ოჯახური მდგომარეობის გამო, მოინახულონ საკუთარი ნათესავები და მათგან ბევრ სურს მუშაობა, ურთიერთობა და ..“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად პრინციპული საკითხებისადმი განსხვავებული აზრისა, მხარეებმა შეძლეს სხვა მიმართულებებით წარმატების მიღწევა.

თუმცა, შეირჩა საერთოდ სხვა კონცეფცია, რომლის რეალიზებაც, ღმერთს მადლობა, ახლა მიმდინარეობს. და სწორედ ნელნელა, მოცემულ შემთხვევაში, არა ლიბერალიზაცია, არამედ ამ მიმართულებით ვითარების თანდათანობითი შემსუბუქება და ამ მიმართულებით მოძრაობა. ამიტომ, მგონია, რომ ვექტორი უნდა იყოს ასეთი“, – განაცხადა ზახაროვამ.

ამავე დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. რუსეთი საქართველოსთან ტვირთბრუნვის მოცულობით ლიდერი ქვეყნების სამეულში შედის.