საზოგადოება
ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას გამორიცხავს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მელიანაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს.

ჟურნალისტებთან საუბარში ნიკა მელია ყოფილი პრემიერისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

გაერთიანებას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ვინც ჩვენი პარტიიდან წავიდა, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ. იქ ბევრი წესიერი ადამიანია, რომელიც დროთა განმავლობაში ოპოზიციურ გაერთიანებას უერთდება”, – განაცხადა მელიამ.

ვანო მერაბიშვილმა ციხიდან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთიანი იყოს.