პოლიტიკა
რუსთავში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე КГБ დააწერეს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსთავში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანების ძალა ერთობაშია-ს ოფისის კედლებსა და პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე წითელი საღებავით КГБ დააწერეს.

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, მსგავსი ფაქტი რუსთავში მდებარე ყველა ოფისზე დაფიქსირდა.

„ძალა ერთობაშია“ გეგმავს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაათვალიეროს, რის შემდეგაც, მათივე ინფორმაციით, გაირკვევა, ვინ გააკეთა წარწერები გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერსა და ოფისის კედლებზე. ჩანაწერების ამოღების შემდეგ „ძალა ერთობაშია“ სამართალდამცველებსაც მიმართავს.

გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელთა ცნობით, ანალოგიური შემთხვევები საქართველოს სხვა რეგიონებშიც მოხდა.