უცხოეთი
აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ბაქოსა და ერევნის კონტაქტები მთიანი ყარაბაღის საკითხზე წინსვლას დადებით იმპულსს აძლევს

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამადიაროვის განცხადებით, ბაქოსა და ერევნის კონტაქტები მთიანი ყარაბაღის საკითხზე წინსვლას დადებით იმპულსს აძლევს. ელმარ მამადიაროვის განცხადებით, ამის თქმის საშუალებას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კონტაქტები იძლევა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის მზად არის.

„ჩემი ორი შეხვედრა სომეხ კოლეგასთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები, ასევე დახურულ კარს მიღმა მოსმენილი განცხადებები დადებით იმპულსს იძლევა, რათა მთიანი ყარაბაღის საკითხზე წინ წავიწიოთ. სომხეთში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნების შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად მზადაა ეს ქვეყანა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა მამადიაროვმა.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, პირველ რიგში სომხეთმა მთიანი ყარაბაღიდან ჯარი უნდა გაიყვანოს. მისივე თქმით, კონფლიქტის გადაჭრა რეგიონის მდგარდი განვითარების უმთავრესი წინაპირობაა.

1tv.ge