სამართალი
სააკაშვილის ბლოკი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში სუს-ი და შსს გაუქმდება

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში გეგმავენ შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებას, ასევე პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამორთმევას.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მთავარი ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს დაეკისრება, რომელიც რეფორმის ფარგლებში შეიქმნება.

ჩვენ ფორმულაში სუს- უქმდება, შს სამინისტრო უქმდება, პროკურატურას ერთმევა საგამოძიებო უფლებამოსილება. იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული, დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო. რაც მთავარია, ხელმძღვანელებს აარჩევს საერთაშორისო ექსპერტთა კომისია და წარუდგენს დასამტკიცებლად ორ ან სამ კანდიდატს, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.