აქტუალური
საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ვეტერანის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ანუ დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართება საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, ‘’საქართველოს გენერალთა კლუბის’’ წევრები, ვეტერანები.
საზეიმო მიღება გაიმართება 12:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. მისამართი: გორგასლის ქ. 12ა.
ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაწესდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.