საზოგადოება
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ წამოუყენებია პირდაპირი ბრალდება ადამიანების მოწამვლაში ვლადიმერ პუტინის მონაწილეობის შესახებ - დიმიტრი პესკოვი

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა:მე არ ვიტყოდი, რომ ტრამპმა დაუშვა მოწამვლებში პუტინის მონაწილეობის შესაძლებლობა, როგორც ამას ვკითხულობთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა უმრავლესობაში. ლინგვისტურ თავისებურებებს, ალბათ, უფრო მოქნილად უნდა მოვეპყრათ. გასაგებია, რომ სხვა პასუხი არც იქნებოდა. ეს აშშ-ის პრეზიდენტის პასუხია. აშშ-ის პრეზიდენტს პირდაპირი ბრალდებები არ გაუხმოვანებია და რაიმე არგუმენტებით ან, მით უფრო, მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდებები რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ არ შეიძლება არსებობდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შევახსენებთ მკითხველს, რომ ინტერვიუში პროგრამისათვის «60 Minutes» ტელეარხ CBS New-ზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეკითხვაზე - თანახმება თუ არა იმას, რომპუტინი კავშირშია მკვლელობებთან და მოწამვლებთან? - უპასუხა:შესაძლებელია, კავშირშია, დიახ. შესაძლებელი“.