საზოგადოება
საარსებო მინიმუმი შემცირდა

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საარსებო მინიმუმი, საქსტატის გათვლებით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემცირდა. შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმმა მიმდინარე წლის სექტემბერში 170 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, რაც 1 ლარითა და 20 თეთრით ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით.

საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 285,4 ლარია, ერთსულიანი ოჯახის – 150,7 ლარი, ორსულიანი ოჯახის – 241,1 ლარი, სამსულიანის – 271,3 ლარი.