უცხოეთი
კიევის საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს ნოემბერში გამოსცემს

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. კიევის საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს ნოემბერში გამოსცემს. როგორც უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა, ევსტრატი ზორიამ განაცხადა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის მორიგი სხდომა ნოემბრის ბოლოს გაიმართება და მასზე უკრაინამ შესაძლოა, ტომოსი მიიღოს, თუ „საშინაო სამუშაოს“ შეასრულებს.

„გვსურს, რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ გადავდოთ ეს საკითხი დიდი ხნით, რადგან ტომოსი უნდა იყოს გამოცემული ნოემბრის მეორე ნახევარში, სინოდის სხდომაზე. ამ ერთი თვის განმავლობაში უკრაინაში უნდა შევასრულოთ ჩვენი „საშინაო სამუშაო“, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შესრულებული ამოცანებით მივიდეთ და მივიღოთ აღნიშნული დოკუმენტი“, – განაცხადა ზორიამ.

როგორც გუშინ კიევის პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად გამაერთიანებელი კრება უნდა გაიმართოს.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება. ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.


კიევის პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტს პირადად მიულოცა

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირადად მიულოცა. ფილარეტისა დ პოროშენკოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა პირადად გადაგიხადოთ მადლობა, რადგან თქვენი მიზანდასახულობის, თქვენი სიბრძნის წყალობით, ჩვენ მივაღწიეთ ამას. წინა პრეზიდენტები ასევე მუშაობდნენ ამაზე, თუმცა ვერ მიაღწიეს. თქვენ კი, ჩვენს საერთო მიზანს მიაღწიეთ“, – აღნიშნა კიევის პატრიარქმა.

თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას ისტორიული დღე უწოდა.

„უკრაინა და უკრაინის ეკლესია 332 წელს ელოდა ავტოკეფალიას. დღეს ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ტომოსის გამოცემის პროცესი გრძელდება“,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სახელმწიფოს შენების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„უკრაინის დამოუკიდებლობა არ არის სრული ავტოკეფალური ეკლესიის გარეშე, როდესაც ეკლესია მეზობელი სახელმწიფოს მეხუთე კოლონაა“, – განაცხადა პოროშენკომ.

კიევის პატრიარქმა ფილარეტმა მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებას ეპოქალური უწოდა.

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა.

უკრაინის პატრიარქი - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად ერთიანი კრება უნდა გაიმართოს

უკრაინის პატრიარქის ფილარეტის განცხადებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად ერთიანი კრება უნდა გაიმართოს. პატრიარქის თქმით, ასეთი სინოდი უახლოეს მომავალში შეიკრიბება. ეს იქნება ეპისკოპოსების შეკრება, სადაც ასევე მიწვეული იქნებიან რუსი ეპისკოპოსები. შემდეგ კი, გაგრძელდება ტომოსის გამოცემის პროცესი, რითაც გაგრძელდება მოსკოვის საპატრიარქოს ეპარქიებისა და მონასტრების გაერთიანების პროცესი.

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიის წინაშე წაიკითხა.

გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოცხადა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.

ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. სტამბოლში იმყოფებოდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.

მსოფლიო საპატრიარქო - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება

მსოფლიო საპატრიარქო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ უკრაინაში ეკლესიებისა დ მონასტრების, ასევე სხვა ქონების მიტაცება და ნებისმიერი სხვა ძალადობრივი ქმედებები. ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„წმინდა სინოდი მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავიდან აიცილონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საკუთრების მიტაცება, ასევე ნებისმიერი სხვა ძალადობრივი ქმედება და შურისძიება, რათა მშვიდობამ და ქრისტეს სიყვარულმა გაიმარჯვოს“, – ნათქვამია კონსტანტინოპოლის ეკლესიის განცხადებაში.

მსოფლიო საპატრიარქოს სინოდი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის
მინიჭების პროცესს განაგრძობს.

დღეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა, ხოლო კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.

მსოფლიო საპატრიარქომ კიევის პატრიარქისთვის ანათემის მოხსნა ოფიციალურად დაადასტურა

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მედიის წინაშე წაიკითხა.

ამას გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა გააუქმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლება ჰქონდა.

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგებლის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გრძელდება.

ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობა იყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. სტამბოლში იმყოფებოდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.

მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად გამოაცხადა

არსებული ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა და 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას ეძლეოდა, გაუქმებულად გამოცხადა.

‎სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი ევსტრატი ზორია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„კარგი სიახლეები სინოდიდან. რამდენიმე წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია მსოფლიო საპატრიარქოს ორი მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. პირველი – პატრიარქ ფილარეტის აპელაციის დაკმაყოფილების შესახებ, მეორე – 1686 წელს კიევის მიტროპოლიის ანექსიის უკანონოდ აღიარების შესახებ. ველოდებით წმინდა სინოდის ოფიციალურ განცხადებას“ – დაწერა ზორიამ.

თავის მხრივ, ბერძნული გამოცემა Orthodoxia.info საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის გაუქმების შესახებ აპელაცია უკვე დაკმაყოფილებულია. ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში, ფილარეტი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტია. მისთვის ანათემის მოხსნა ამისთვის აუცილებელი პირობაა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება. სტამბოლში ჩავიდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ. უკრაინული მედია მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გამოცემას არ გამორიცხავს

1tv.ge