პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: აფხაზებმა და ოსებმა რუსები ქართველების წინააღმდეგ გამოიყენეს, რომლებიც დღეს რუსებს მტრებს უწოდებენ, აფხაზებსა და ოსებს კი - ძმებს!

     ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გორის რაიონის სოფლების მცხოვრებთა ბოლო ხან გახშირებული დაპატიმრებები ცხინვალის ხელისუფლებაში მყოფი ოსი ნაციონალისტების პოლიტიკის შედეგია, რომელთა მიზანია რუსებსა და ქართველებს შორის ახალი სამხედროკონფლიქტის პროვოცირება. რუსი ჯარისკაცის მუნდირი დღესმილიციური ფუნქციებით წაბილწეს - რუს მესაზღვრეებს აიძულებენ, დააპატიმრონ ქართველი გლეხები და ცხინვალის ციხეში ჩააბარონ, თუმცა, სიტყვიერი შეძახილი - უკან დაბრუნდი! - სრულიად საკმარისი იქნებოდა მოხუცი ქართველი სოფლელებისათვის. მაგრამ თუკი რუსი მესაზღვრე ასე მოიქცევა, ოსი ნაციონალისტები, რომლებიც შეჩვეული არიან რუსების ხელით „ნარის გლეჯას“, მაშინვე დააბეზღებენ მათ მოსკოვში, მაგალითად, სურკოვთან. მოსკოვში კი თითქოს ვერ ამჩნევენ, რომ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთის არსებული პუნქტები აშკარად არ არის საკმარისი, და ახლებს არ ხსნიან. ხოლო რაც უფრო მეტია მსგავსი ინციდენტები, რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულად მთავრდება, მით მეტად ღვივდება ქართველების სიძულვილი რუსების მიმართ, მით უფრო ადვილად წამოეგებიან ისინი ახალ პროვოკაციებს ორივე მხრიდან!

     არ წამომცდენია - ქართველინაციონალებიარაფრით ჩამორჩებიან ოს ნაციონალისტებს ვიარების პროვოცირებაში, როგორც ამა 2008 წლის აგვისტოშიც აკეთებდნენ! ეს არის ვაშაძეც - ნაციონალური მოძრაობი მეთაურობით 10-პარტიული ბლოკის ძალა ერთობაშია და „ФСБ“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრებზე „ჭრილობებზე მარილს აყრის“: ივანიშვილის ხელისუფლება კრემლის რენეგატია, მათ ბედის ანაბარა მიგატოვეს! მათი კანდიდატი ზურაბიშვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო! პრეზიდენტი რომ გავხდები, თქვენი მიწიდან ამ მავთულხლართებს რუსულ ბაზებთან ერთად მოვისრი!“.

     ეს არის ქაცარავაც თავისი ანტიოკუპაციური მოძრაობით ზუსტად ასეთივე სახელწოდებით - ძალა ერთობაშია“, რომლებმაც კონფლიქტის ზონის „პატრულირება“ დაისახეს მიზნად. ამერიკული სამხედრო ფორმაჩაცმულები, ისინი „რუსთავი-2“-ის კამერების წინ პოზირებენ და ბინოკლმომარჯვებულები დასეირნობენ რუსი მესაზღვრეებიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, რითაც პროვოცირებას უწევენ მათ ქართველი გლეხების დასაკავებლად! ქაცარავას ვაი-პატრიოტები ადგილობრივ მოსახლეობას გამყოფ ხაზთან რომ არ უშვებდნენ, კიდევ არა უშავს, მაგრამ ამ პიჟონებმა წესიერად არც კი იციან, სად გადის ის, ამიტომ, შესაძლოა, ისინი თვითონ დააპატიმრონ „პატრულირების“ დროს! შედეგად - გრანდიოზული სკანდალი, „რუსმა ოკუპანტებმა ქართველი პატრიოტები დააპატიმრეს!“ და ევროსაბჭოს პროტესტი, მაგრამ არც სამხედრო კონფლიქტი გამორიცხული, განსაკუთრებით, თუ ინციდენტიშემთხვევითსაქართველოში ნატოს მორიგ სწავლებას დაემთხვევა!

     სწორედ ეს არის სააკაშვილის 2008 წლის სცენარი, როცა საბრძოლო მოქმედებები პროვოცირებული იქნა მსგავსი ქმედებებით: კეზერაშვილის პოლკოვნიკები და გენერლები ქართველი მშვიდობისმყოფელების ბლინდაჟებიდან ახდენდნენ „ვითარების ზონდირებას“ - ოსების მხარეს АКМ-ის ორიოდე მჭიდს დაცლიდნენ და გორში მიდიოდნენ რესტორნებში საქეიფოდ, საბრალო ადგილობრივ მოსახლეობას კი ოსური პოზიციებიდან საპასუხო ცეცხლის ქვეშ სარდაფებში მალვა უხდებოდა! დღესაც იგივე მზადდება: მაბრალებენ, რომ 2008 წელს პირველმა მე დავიწყე ომი - დღეს ვინღა დაიწყო, როცა მე ჰოლანდიაში ვარ?!“ - განაცხადებს სააკაშვილი სამხედრო შეტაკების შემთხვევაში და დაფა-ზურნით დაბრუნდება საქართველოში, სადაც მას ქაცარავა დახვდება თავის ბოევიკებთან ერთად, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც მისი კანდიდატი ვაშაძე წააგებს, გაუქმდება!

     რატომ მისცა უფლება საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამნაციონალებს, მიეთვისებინათ დევიზი საქართველოს სახელმწიფო გერბიდან - „ძალა ერთობაშია“? საქართველოს სახელმწიფო დროშა დღემდე რატომ არისნაცმოძრაობისპარტიული დროშა?! რატომ ვერ ამჩნევს შსს სააკაშვილის პროვოკატორების მოძრაობას და კონფლიქტის ზონაში ყოფნის უფლებას აძლევს აცარავას თავის კრეტინებთან ერთად, მაშინ, როცა იქაურობას ქართული პოლიცია უნდა იცავდეს?! საინტერესოა, მუშაობენ თუ არა ქართველი გამომძიებლები ვერსიაზე, რომ საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად, სოფელ კობის სასაფლაოზე ხელყუმბარა თვითონძალა ერთობაშია“- აქტივისტებმა დადეს, რომლებიც იქპატრულირებენ“?! და რომლებიც იძულებული იყვნენ, ეს ამბავი პოლიციისათვის თვითონვე ეცნობებინათ მას შემდეგ, რაც ხელყუმბარა ტურისტებმა შენიშნეს?

     არა მგონია, პროვოკატორები ორივე მხრიდან კმაყოფილი დარჩნენ, თუ საქართველოს შსს და რუსი მესაზღვრეები ოპერატიული მიზნით ერთმანეთს შორის მუდმივ უშუალო კომუნიკაციას დაამარებენ, აფხაზი და ოსი ნაციონალისტები ხომ ვერაგულად განაგრძობენ მიამიტი რუსების გამოყენებას სოროსის მიერ ზომბირებული ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც დღეს რუსებს მტრებს უწოდებენ, ხოლო აფხაზებს და ოსებს - ძმებს! ერთი მიბრძანეთ, ვინ მოკლა ოთხოზორია და ტატუნაშვილი? რუსებმა?! არა, აფხაზებმა და ოსებმა, ყველაფერში კი რუსები დაადანაშაულეს, რომლებმაც იძულებით დააფარეს მათ ხელი! მერე კი ჟენევაში კარასინი რატომღაც აღშფოთებულია, აქაოდა, ქართველები ულტიმატურად აყენებენ ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხს, როგორც მთავარს, რაც მოლაპარაკებას და გალისა და ერგნეთის მექანიზმებს ჩიხში შეყავსო! და რა შეიძლება იყოს იმაზე მთავარი, ვიდრე საკუთარი მოქალაქეების დაღუპვა მშვიდობიან დროს?! ლუგარისსაშინელილაბორატორია თბილისში, რომლის გამო, როგორც კარასინი ამტკიცებს, ოსებსა და აფხაზებს ცხინვალში და სოხუმში თავის სტკივათ?!

     გველაპარაკეთ, ოღონდაც ნუ გაჩუმდებით! ექიმო, ჩვენ მას ვკარგავთ!“ - მოსკოვი ხედავს, რომ საბოლოოდ კარგავს საქართველოს, ამიტომ მისთვის მთავარია, გამუდმებით ელაპარაკოს ქართველებს სხვადასხვა თემაზე, მნიშვნელობა არა აქვს - რაზე! მაგრამ მათ 30-ოდე წლით დაიგვიანეს - საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ დღემდე ქართველებს ამერიკელები ელაპარაკებიან - ქმნიან აქ „სამოქალაქო სექტორს“, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, ამზადებენ მომავალ პოლიტიკოსებს, მოსკოვმა კი ამასობაში ჩუმ-ჩუმად ჭამდა თბილისიდან უბადრუკ თაღლითებისგან გამოგზავნილ «ატკატებს“ თანამემამულეთა პროგრამებზე გადარიცსული გრანტებიდან! დღეს კი აღმოჩნდა, რომ საქართველოში რუსული ენის, კულტურის, მედიის აღორძინებისათვის უკვე დრო აღარ დარჩა და, ალბათ, შეუძლებელიცაა...

     კონფლიქტის ზონაში საცოდავი ქართველი გლეხების თითოეულ დაპატიმრებას კი ვერ აანაზღაურებს თუნდაც ათასობით ფორუმი თბილისში, ნაცებმა უკვე მეორეს რომ ჩაშალეს! მაგრამ მოსკოვისათვის, როგორც ჩანს, მთავარია არა თბილისში ამ უნიჭო თავყრილობების ჩატარება აუტიზმით შეპყრობილ ორიოდე ადგილონრივ გამყიდველ ქართველ მოღალატესთან ერთად, არამედ თავად ფაქტის დაფიქსირება - აი, არასტუმართმოყვარე არაადეკვატმა ქართველებმა ისევ ობსტრუქცია მოგვიწყვესო! ესეც კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ ადეკვატური ზომები იქნეს მიღებული საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც თავის ტერიტორიაზე ნატოს და ამერიკის აგერ უკვე მესამე საბრძოლო მომზადების ცენტრს ხსნის და წელიწადში ნატოს რამდენიმე საერთაშორისო სწავლებას ატარებს!

     სხვა შემთხვევაში იბადება შეკითხვა - ქართველი გლეხების ყოველდღიური დაპატიმრებები საქართველოში რუსეთის დადებითი იმიჯის წინ წამოწევის“ ორიგინალური მეთოდია?! თუუვიზო რეჟიმისათვის და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისათვის მზადება? რა მიზანი ამოძრავებს კრემლს - ქართველების მეგობრობა დაიბრუნოს თუ ქართველების მორჩილება? თუ მეორე, საამისოდ რუსეთს საკმარისზე მეტი ინსტრუმენტი აქვს. თუნდაც ეკონომიკური სანქციები: ამისთვის საკმარისია, რუსეთმა ვეტო დაადოს ქართულ ღვინოს და «ბორჯონს“, აკრძალოს ტურიზმი და ფულადი გადარიცხვები საქართველოში, სადაც უამისოდაც კატასტროფული ინფლაცია და დევალვაციაა...

     იქნებ სწორედ ამას გულისხმობდა კარასინი „უფრო შესაფერის მომენტში“, როცა ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდზე განაცახადა - ჩვენ, ცხადია, გვსურს სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიეთობა საქართველოსთან, მაგრამ თუკი ეს არ გამოდის, უფრო შესაფერის მომენტს დაველოდებით“? თუ რუს მინისტრის მოადგილეს მხედველობაში ჰქონდა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გარდაუვალი უკან გაწვევა, რომელთა აღიარება ნიკარაგუას, ვენესუელის, ნაურუს და სირიის შემდეგ, ალბათ, აღარ გაგრძელდება? მითუმეტეს, რომ საქართველოს მთავრობის მშვიდობიანი პროგრამა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ - აფხაზებს და ოსებს ევროპისაკენ ყველა კარს უხსნის, ხოლო სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღებასაც კი არ მოითხოვს (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა).

     მაშ ასე, პროვოკაციის შედეგად სამხედრო კონფლიქტი ნატოს სწავლებების დროს, ჰუმანიტარული კატასტროფა ეკონომიკური სანქციების შედეგად, თუ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის გაწვევა რუსეთის მიერ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება - როგორი ზარალი მიაყენეს აფხაზმა და ოსმა ნაციონალისტებმა მის ეროვნულ ინტერესებს კავკასიაში და იმიჯს მთელ მსოფლიოში, როდესაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე რუსებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ!

     მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - გამორიცხული არ არის, რომ აფხაზები და ოსებიც, რომელთა გამო რუსები როგორც 25, ისე 10 წლის წინ სისხლს ღვრიდნენ და რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი ინახავს, ასევე ელოდებიან უფრო შესაფერის მომენტს, რომ რუსეთს აწყენინონ, რის შემდეგაც ის თვითონ წავა იქიდან თავისი სამხედრო ბაზებიანად. გულუბრყვილო რუსებს შევახსენებ, რომ სულ ცოტა ხნის წინ აფხაზებმა ავტოკეფალია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს კი არა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს სთხოვეს! 2012 წლის 9 იანვარს თავის რეზიდენციაში ბართოლომეოსმა მიიღო აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს წარმომადგენელთა დელეგაცია, რომლებმაც მას აფხაზეთის საეკლესიო-სახალხო კრების მიმართვა გადასცეს „აფხაზეთის ეკლესიისთვის“ ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით. პასუხად ბართოლომეოსი აფხაზენს დაჰპირდა, რომ მსოფლიო საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთში საეკლესიო მდგომარეობის კანონიკურად მოგვარებისთვის - აქაოდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდი მათ თხოვნას უახლოეს ხანებში დადებითად გადაწყვეტს!

     ასეც მოხდებოდა - აფხაზი „რასკოლნიკები“ ტომოსს მიიღებდნენ, ისინი კრემლს და პატრიარქ კირილს რომ არ შეეჩერებინა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ისევე როგორც ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის!

     მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ აფხაზები ამ საკითხს ისევ დააყენებენ უკრაინელების მიერ ავტოკეფალიის მიღების შემდეგ. ამისკენ მათ, შესაძლოა, აშშ-მა უბიძგოს, იმიტომ რომ აფხაზეთისა და უკრაინის ეკლესიებისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ერთი პროექტის ორი ნაწილია, რომლის ავტორები რესპუბლიკელი სენატორები მაკკეინი და ემაში არიან. „ავტოკეფალია მართლმადიდებლებისათვის აფხაზეთსა და უკრაინაში“ - ასე ეწოდება პროექტს, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოსა და უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანებაა. პროექტის რეალიზაცია სრულიად შეესაბამება აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის კონცეფციას, რომელიც ევრაზიაში რუსეთის გავლენის გავრცელების დაბლოკვაზეა მიმართული და, კერძოდ, აფხაზეთსა და უკრაინაში რუსეთის პოზიციების დასუსტებისთვის პირობებს ქმნის.

     ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ იმავე 2012 წლის 12 ივლისის ღამით პრეზიდენტმა სააკაშვილმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ბოკერიამ და „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაქრაძემ დახურულ თათბირზე გადაწყვიტეს, ყველანაირად დაეჭირათ მხარი „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ ავტოკეფალიის მინიჭებისათვის. როგორც სააკაშვილმა „საიდუმლო სერობაზე“ აცნობა, „აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიით“ დაინტერესებული არიან ჯონ მაკკეინი და ჯასტინ ემაში, რომლებმაც ნატოს მეშვეობით ამ საკითხში უკვე მოიპოვეს ალიანსის წევრი თურქეთის მხარდაჭერა, რომლის იურისდიქციაშიც იმყოფება კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და მას ფარულად ოფიციალური ანკარა აკონტროლებს. მაკკეინი და ემაში ნატო-თურქეთის მეშვეობით აპირებდნენ, ზეწოლა მოეხდინათ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, რათა ავტოკეფალიის სანაცვლოდ ბართლომეს, აფხაზეთში მის კონტროლქვეშ მყოფი ეპისკოპოსის და სხვა გავლენიან ღვთისმსახურთა გამოყენებით, აფხაზები კონფედერაციის უფლებით საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე დაეთანხმებინა. საქართველოს, რომელიც ამგვარად აღიდგენდა ტერიტორიულ მთლიანობას, დაუბრკოლებლად მიიღებდნენ ნატოში, ხოლო ბლოკადით დაღლილი აფხაზები ქართულ პასპორტებს და ყველა შესაბამის სიკეთეს მიიღებდნენ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ჩათვლით. (ნატოში და ევროკავშირში შესვლის მსურველი უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის ასეთსავე შეთავაზებას მიიღებენ ომისგან დაღლილი მორწმუნეები დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, წინამძღვარი ფილარეტის „უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის“ ტომოსის მინიჭების შემდეგ).

     კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ „აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის“ აღიარება ხელს შეუწყობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან აფხაზი მორწმუნეების მოწყვეტას, ხოლო ამგვარი უმადურობით შეურაცხყოფილი რუსები, რომლებიც თითქმის ოცდაათი წელია, აფხაზებზე ზრუნავენ და მათი გულისთვის ქართული სისხლი ღვარეს, აფხაზეთს დაშორდებოდნენ!

     სააკაშვილი დღესაც დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი აქვს, აშშ-ის მხარდაჭერით ხელისუფლებაში დაბრუნდეს და საქართველოს ნატოში შესვლა დააჩქაროს, რისთვისაც აუცილებელია „ნაციონალების“ იმიჯის გაუმჯობესება, პარტიისთვის ეროვნული ინტერესებისთვის მებრძოლის ახალი შარავანდის შექმნა. და საეკლესიო საკითხმა, მისი ჩანაფიქრით, ამაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ამიტომ სააკაშვილი, „კა=გე-ბე“ ბიძის - თემურ ალასანიას კავშირების გამოყენებით, ფარულად აქეზებს მიყუჩებული აფხაზი „რასკოლნიკების“ მისწრაფებას - მოსკოვის გავლენისგან გათავისუფლდნენ, და მხარს უჭერს ამ მიმართულებით აფხაზი ექსტრემისტების ჯგუფის და დასავლური გრანტებით აფხაზეთში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას.

P.S. რეციდივისტი სიტყვა რეციდივიდან მომდინარეობს და სისხლის სამართალში გულისხმობს პირს, რომელმაც მსჯავრდების შემდეგ კვლავ ჩაიდინა ერთი ან რამდენიმე დანაშაული. ჩემი წერილის მთავარი პერსონაჟებს – პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, მღვდლებსა თუ "პაგონიანებს" აერთიანებთ ერთი მანკიერება – ყველა მათგანი გამოუსწორებელი დამნაშავეა, ანუ რეციდივისტი; ყველა მათგანი კვლავ და კვლავ სჩადის ამა თუ იმ დანაშაულს საქართველოს წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა სასამართლოს გარეშეც გამოუტანა განაჩენი. არადა, გასამართლება ამ რეციდივისტებს მაინც არ ასცდებათ – იქნება ეს საქართველოს, სტრასბურგის თუ ჰააგის სასამართლოები, ლინჩის წესი თუ უფლის სამსჯავრო!


საქინფორმის
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“ №42, 2018 წლის 15 ოქტომბერი