სამართალი
შსს-მ ხაშურში ძალადობისა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ორი ჩინელი დააკავა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანიარუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის ეკა გაგუას და ოპერატორის ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ორი პირი: „ჩინეთის რკინიგზის 23- ბიუროსსოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 1983 წელს დაბადებული .. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი, 1976 წელს დაბადებული .. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტელეკომპანიარუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე და 126-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.