სამართალი
საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა.
ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე უფროსის მოვალეობას სოსო რამიშვილი შეასრულებს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურს 2017 წლის ივნისის შემდეგ ხელმძღვანელობდა.