პოლიტიკა
საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს - გრიგორი კარასინი

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ნატოს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ТАСС-თან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროების საქართველოში ყოფნა აქეზებს ავანტიურისტ და უპასუხისმგებლო პოლიტიკსებს.

ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება ნატოსა და საქართველოს ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებზე, რადგან ეს მანევრები ჩვენ საზღვრებთან იმართება. ბუნებრივია, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ილაპარაკა საქართველოს მიერ შემუშავებულ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიაზე. მისი თქმით, ამ სიამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს გალის და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ამუშავებას.

გრიგორი კარასინის თქმით, ჟენევის დისკუსიებზე საუბარი შეეხო ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღებას, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება, თუ არ შეიქმნება ამ ასეთი განცხადების რეალიზაციის მექანიზმი.

რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა საქართველოში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ. გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია ასეთი ლაბორატორიის რუსეთის საზღვრებთან არსებობა და ამ საკითხს რუსული მხარე გაეროში დააყენებს.

2019 წლის მარტში საქართველო და ნატო უპრეცედენტო მასშტაბის პრაქტიკულ საველე სწავლებას ჩაატარებენ.