„როდესაც კონსერვატიულ საქართველოში სექსუალურ მორალს არად აგდებ“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას New York Times–ი.
„ტელევიზია, რომელზეც გავლენას ახდენს მთავრობა, კულტურულ ნორმებს ფრთხილად უბიძგებს ლიბერალიზაციის მიმართულებით. მსახიობი შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საჯარო ფიგურებს შორის, რომელმაც სცადა ქალწულობაზე სრულმასშტაბიანი შეტევა მიეტანა, თუმცა ამბობს, რომ სცენარებს სხვები უმზადებდნენ," – წერს ჟურნალისტი.ელენ ბარი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი და მისი თანამოაზრენი, რომლებიც ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდნენ, ცდილობენ, არა მხოლოდ საქართველოს გეოპოლიტიკა, არამედ საზოგადოებაც შეცვალონ.
„მაგრამ ეს გარდაქმნა სარისკო ხდება, როდესაც პირადი ცხოვრება იცვლება. საქართველო მართლმადიდებელი ქრისტიანობის ქვეყანაა და ეკლესია, სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ბევრად უსწრებს მთავრობას, როგორც ყველაზე პოპულარული ინსტიტუტი. პატრიარქი ილია მეორე ხანდახან აკრიტიკებს ვესტერნიზატორებს. ასე მოხდა ამ ბოლოდროინდელი ღვთისმსახურებისას, როდესაც მან ქართველები გააფრთხილა, რომ უცხოეთში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს მორალური ზიანი ადგებათ. გაღიზიანება განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როცა საკითხი სექსს ეხება – სულ ბოლოს ეს გეი აღლუმის შესახებ გავრცელებული ჭორების გამო მოხდა, რასაც საპატრიარქომ „სოდომისტების სახალხო მარში უწოდა,“ – აღნიშნავს ბარი.