პუბლიკაციები
„გორჩაკოვის ფონდის“ მხარდაჭერით, თბილისში „ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი“ ჩატარდება

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. 13-14 ოქტომბერს, გორჩაკოვის ფონდის მხარდაჭერით, თბილისში ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის მიერ დაფუძნებული ფონდი ვებგვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფორუმის მთავარი თემა სახალხო დიპლომატია და კომპრომისების დიალოგია“, მიზანი კი რუს და ქართველ ახალგაზრდებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა.

თბილისში დაგეგმილი ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირია“. მისი ხელმძღვანელი ალექსანდრ ბეჟენცევი პირველ არხთან საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთიდან ექვსი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომლებიც პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს არ გააკეთებენ. საქართველოში რუსული დიასპორისა და რუსულენოვანი მოქალაქეების რაოდენობა კი, რომლებიც ახალგაზრდულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, ბეჟენცევის თქმით, ორმოცს შეადგენს.

ჩვენთვის გაუგებარია ფორუმის ირგვლივ არსებული აჟიოტაჟი. მედიაში არასწორი ინტერპრეტაციაა და აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ღონისძიებაგორჩაკოვის ფონდისმიერაა დაფინანსებული. რა მნიშვნელობა აქვს. ფორუმი აბსოლუტურად აპოლიტიკური იქნება. მისი მონაწილეები რუსული დიასპორის ახალგაზრდა ლიდერები იქნებიან და არა მედიისთვის ნაცნობი სახეები, რადგან საუბარი სახალხო დიპლომატიაზეა. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ პოლიტიკის მიღმა არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, საერთო ენა გამოვნახოთ სახალხო დიპლომატიის მეშვეობით. ჩვენ არ მოგვიწვევია ის ლიდერები, რომლებიც პოლიტიკაზე ისაუბრებდნენ, ამიტომ პოლიტიკური განცხადებები არ იქნება. ჩვენ თავს ავარიდებთ აფხაზეთსა და ოსეთზე საუბარს. ისინი, ვინც ჩამოდიან, ძირითადად, კულტურულ მიმართულებებზე მუშაობენ და არასდროს უმუშავიათ ამ თემებზე, არ ყოფილან .. აფხაზეთსა და ცხინვალში. სწორედ ეს იყო ჩვენი პირველი ამოცანა. ეს ფორუმი სხვა ფორუმებისგან განსხვავებული იქნება იმით, რომ შევეცდებით, პოლიტიკის გარეშე გვქონდეს დიალოგი დიასპორებს შორის“, – აცხადებს ალექსანდრბეჟენცევი.

პირველი არხი დაინტერესდა, სექტემბერში თბილისში გამართული სამხრეთ-კავკასიური მედიაფორუმისა და საზოგადოების პროტესტის შემდეგ, რა მოლოდინი აქვთ დაგეგმილი ფორუმის ორგანიზატორებს და რა პოზიცია აქვს თავად ბეჟენცევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.

აქციები არ უნდა მოეწყოს. ისეთი არავინ ჩამოდის, ვინც შეიძლება არ შემოუშვან საზღვარზე ან შემჩნეულია ისეთ ქმედებებში, რასაც საზოგადოება ვერ გაიგებს. თუ ინციდენტი იქნება, ვის წინააღმდეგ იქნება? ახალგაზრდა ლიდერების წინააღმდეგ? ეს იქნება დიალოგი ახალგაზრდებს შორის, რომ დაალაგონ კონტაქტები. მე არ ვარ პოლიტიკური მოღვაწე და არ მინდა პოზიციონირება. ამიტომ შევეცდები, რომ ეს თემა არ იქნას განხილული ფორუმზე. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, აქ დავიბადე და გავიზარდე და ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი“, – აღნიშნა საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის ხელმძღვანელმა.

ფორუმიდიდუბე პლაზასბიზნესცენტრში ჩატარდება.