პუბლიკაციები
მრგვალი მაგიდა “მსოფლიო პატრიარქი, უკრაინა და საქართველოს პერსპექტივები”

 გაზეთი “საქართველო და მსოფლიო“: უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მოთხოვნით, კონსტანტინოპოლის პატრიარქიბართოლომეოსი აპირებს, იქ მოქმედ შფოთის ამტეხთა (. . “რასკოლნიკთა”) ჯგუფსცალმხრივად და ერთპიროვნულად მიანიჭოს ავტოკეფალია და ამ გადაწყვეტილებისფარგლებში უკრაინაში ორი ეგზარქოსიც დანიშნა. ასეთი საქციელი საეკლესიო სჯულისკანონის უხეში დარღვევაა - ასეთია მართლმადიდებელი მღვდელთმთავრების უმრავლესობის შეფასება.

“აუცილებელია წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება, სანამ არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია”, - ბრძანა 6 ოქტომბერს მისმა უწმინდესობა ილია მეორემ. თემა მეტად მტკივნეულია მართლმადიდებელი სამყაროსთვის და, ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოა.

მსოფლიო პატრიარქი, უკრაინა და საქართველოს პერსპექტივები - სწორედ ამ საკითხის გარშემო ისაუბრეს 9 ოქტომბერს პოლიტოლოგებმა და ჟურნალისტებმა გამართული “მრგვალი მაგიდის” გარშემო. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” ინიციატივითა და გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” საინფორმაციო მხარდაჭერით ჩატარდა. მრგვალი მაგიდისმონაწილეებიქვეყნისთვის მტკივნეულ ბევრ საკითხს შეეხნენ, მაგრამ საუბრის ძირითადი თემა მაინც იყომსოფლიო პატრიარქის ქმედებები, მიზნები და შედეგები.

ერთგვაროვანია მართლმადიდებლური სამყაროს შეფასება - ბართოლომეოსის საქციელიარანაირ კანონიკურ ნორმებში არ ჯდება

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისხელმძღვანელი:

- მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოსის ინიციატივები უკრაინის მიმართ, მოსკოვის პოზიცია და მართლმადიდებლური სამყაროს გამოხმაურება - ეს, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი ამბავია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ერთგვაროვანია მართლმადიდებლური სამყაროს შეფასება - ბართოლომეოსის საქციელი არანაირ კანონიკურ ნორმებში არ ჯდება.

რატომ აკეთებს მსოფლიო პატრიარქი ამას, რა პერსპექტივა აქვს მის ინიციატივას, რა გავლენას მოახდენს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე მსგავსი ინიციატივები, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები აფხაზეთში… - აი, ეს იქნება დღეს ჩვენი საუბრის თემა და დიდი ყურადღებით მოვისმენთ ნებისმიერ მოსაზრებას.

ამ კონკრეტულ საკითხში რუსეთის გვერდით უნდა დავდგეთ, რადგან, თუ ეკლესიისგახლეჩა დაიწყო, ეს საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება

დავით მხეიძე, პუბლიცისტი:

- დასავლეთის სპეცსამსახურებმა მსოფლიო პატრიარქის “დავერბოვკება” პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს და მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. მსოფლიო პარტიარქმა ამ საქციელით დიდი სქიზმა გაიმეორა 1000 წლის შემდეგ. ვინც დღეს ბართოლომეოსის ინიციატივას მხარი დაუჭირა, საკუთარი თავის ლუსტრირება მოახდინა. მსოფლიო პატრიარქის გაღიზიანება კრეტაზე ჩატარებულ ეკუმენისტურ კრებაზე ზოგიერთი ეკლესიის არჩასვლამ, მათ შორის, ჩვენი დელეგაციის არჩასვლამ გამოიწვია.

უკრაინაში უდიდესი სიწმინდეებია დაცული. კიევ-პეჩორის სავანეში, მიწისქვეშეთში ასობით წმინდანის ნეშტი ინახება და, თუ მას შეეხებიან, რუსეთი რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს და ცუდი რამ მოხდება. დიდი სქიზმა თავის დროზე მართლმადიდებელი ეკლესიის გასახლეჩად მოხდა. კონსტანტინოპოლი დაასამარა დასავლეთის ეკლესიამ რომის პაპის მეთაურობით. საქართველოში ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს პროცესი უკრაინაზე არ შეჩერდება და აუცილებლად გადმოინაცვლებს ჩვენკენაც. ყველაფერი გათვლილია რუსეთის წყობიდან გამოსაყვანად, უნდათ, ეს ქვეყანა ფართომასშტაბიან ომში ჩაითრიონ. უკრაინაში რაც მოხდა, იმაზე უარესი მოხდება საქართველოში, რადგან ჩვენთან 47 ეპარქიიდან თითქმის ნახევარს დამოუკიდებლობა სურს. პატრიარქი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ, როცა ახალი პატრიარქის კურთხევის საკითხი დადგება, ჩვენთან აირევა ვითარება.

მართლმადიდებლობის შენარჩუნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ბართოლომეოსის ინიციატივას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ მხარი. რუსეთი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ქვეყანაა და თანაც ამ საქმეში მართალია. მას კანონი არ დაურღვევია. ის, რაც ხდება, მხოლოდ რელიგიური საკითხი არ არის, ამ კონკრეტულ საკითხში რუსეთის გვერდით უნდა დავდგეთ, რადგან, თუ ეკლესიის გახლეჩა დაიწყო, ეს საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება.

ტარიელ გაგნიძე:

- უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი პარუბიი სამი დღის წინათ საქართველოში ჩამოვიდა პატრიარქთან შესახვედრად და, ალბათ, მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. პატრიარქმა მას განუცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის საპატრიარქოს ურთიერთობა საეკლესიო სამართლის ნორმებით უნდა გადაწყდეს. პარუბიის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უკრაინის მედიამ ატეხა აჟიოტაჟი, თითქოს საქართველოს პატრიარქმა მათ მხარი დაუჭერა, რაზეც საქართველოს საპატრიარქოს განცხადების გავრცელება მოუწია, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

ქართულმა ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა შეასრულოს და, თუ ეს არ გამოვა, ბართოლომეოსის იზოლაცია მაინც უნდა მოახდინონ

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

- კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1990 წელს აღიარა, რაც ხშირად უნდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას.

რამდენიმე ხნის წინათ მოვისმინე მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ინტერვიუ. ის ამბობს, რომ, ისტორიიდან გამომდინარე, უკრაინის ეკლესიის აღიარება ცალკე ორგანიზმად მიუღებელია, რასაც ქართულმა ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს. გამახარა გავლენიანი მიტროპოლიტის ამგანცხადებამ. სასიხარულოა, რომ ჩვენი ეკლესია სიმართლის გზაზე დგას.

ბართოლომეოსი მართლაც მუშაობს სპეცსამსახურების დაკვეთით, ნაბიჯს ვერ დგამს კონსტანტინოპოლში, თურქეთის მთავრობასთან შეუთანხმებლად. მის ეკლესიას აბრაც კი არ აქვს. ბართოლომეოსმა თბილად მიიღო აფხაზეთიდან წარგზავნილი სასულიერო პირები. გამორიცხული არ არის, მოხდეს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაც, რასაც, სხვათა შორის, რუსეთი ეწინააღმდეგება.

აფხაზები ქართულ ეკლესიას არ ემორჩილებიან, ამიტომ ჩვენთვის უკეთესია, იქ საკითხები რუსეთის ეკლესიამ მოაგვაროს.

ჩვენ მოუმზადებლები აღმოვჩნდით ამ პრობლემასთან შესახვედრად, მიუხედავად იმისა, რომ ცნობები მოდიოდა და ვიცოდით, რომ უკრაინაში ეს მოხდებოდა და ბართოლომეოსი მათთვის ავტოკეფალიის მინიჭებას შეეცდებოდა.

ქართულმა ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა შეასრულოს და, თუ ეს არ გამოვა, ბართოლომეოსის იზოლაცია მაინც უნდა მოახდინონ, რადგან ის, რაც მოხდა, ბართოლომეოსის გადასაწყვეტი არ იყო. თავის შეკავება არც ერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის.

საქართველოს საპატრიარქომ ყველაფერი უნდა გააკეთოს რელიგიური ომის თავიდანასაცილებლად

ვიქტორ ცაავა, პოლიტოლოგი:

- ბართოლომეოსი დამნაშავეა, რადგან მის ამ ერთ განცხადებას, შესაძლოა, უკრაინაში რელიგიური ომი მოჰყვეს. მსოფლიო პატრიარქად წოდებულმა პიროვნებამ გაწირა უკრაინის მოსახლეობა, ამიტომ ჩემთვის ის სპეცსამსახურების თანამშრომელი და დამნაშავეა. უკრაინის მრევლი ყოველთვის შედიოდა რუსეთის საპატრიარქოში, ამიტომ სიმართლე რუსეთის მხარეს არის. ჩვენი ქვეყანა გლობალური ომის წინაშე დგას, ჩვენ 2008 წელს ამას გადავურჩით, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, რადგან აუცილებლად გადმოგვწვდება ეს ყველაფერი. საქართველოს საპატრიარქომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს თავისი მოსაზრება და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რელიგიური ომი.

ტარიელ გაგნიძე:

- ჯანმრთელი “რადიკალიზმი” საპატრიარქოს მხრიდან ამ შემთხვევაში, ალბათ, აუცილებელია.

საქართველო და უკრაინა საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ

კონსტანტინე ჩიკვილაძე, ბლოგერი:

- საქართველო და უკრაინა საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ. აქედან გამომდინარე, ისინი ვერ იქნებიან ეროვნულები, ვერ განსაზღვრავენ ქვეყნის პრიორიტეტებს. როგორც კი საქართველოს ეკლესია ცნობს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, იმავეწუთში მოხდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიების აღიარება რუსეთის მხრიდან, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მეზობელი ქვეყნის ინტერესები.

რუსეთი დაამარცხებს დასავლურ კოალიციას

გიორგი ირემაძე, საინფორმაციო სააგენტოპატრიოტისხელმძღვანელი:

- რუსეთი დაამარცხებს დასავლურ კოალიციას და მჯერა, რომ იქნება მართლმადიდებლური სამყაროს გამაერთიანებელი, როგორც სჩვევია და როგორც აქამდე უკეთებია.

უკრაინა შეკოწიწებული ქვეყანაა

გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი:

- უკრაინა შეკოწიწებული ქვეყანაა, რომელსაც ხელოვნურად უქმნიან რაღაცებს: ახლა ავტოკეფალიას აჩუქებენ, მერე ხელოვნურ დღესასწაულებს გამოუგონებენ და ა.შ. საქართველოს ეკლესიამ პოზიცია მკაცრად უნდა გამოხატოს, რადგან ამ ყველაფერმა ჩვენსკენ არ გადმოინაცვლოს.

ვიქტორ ცაავა:

- უნდა აღინიშნოს, რომ წლებია, რუსეთის სახელმწიფოსთან კონფლიქტი გვაქვს, მაგრამ მათ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ და მხარს არ უჭერენ. ამის გამო რუსეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს მადლიერები უნდა ვიყოთ, რადგან მათ შეეძლოთ უკიდურესი ზომების მიღებაც.

რუსეთს არასოდეს არ უნდა დავეჯახოთ, რადგან დავიღუპებით

ბაკურ სვანიძე, პუბლიცისტი:

- არ ვისაუბრებ ჩვენს ისტორულ წარსულზე, რადგან დიდ დროს წაგვართმევს. ვიტყვი, რომ რუსეთს უნდა გავყვეთ ყველგან. რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ მის გვერდით უნდა ვიყოთ, სხვა გზა არ გვაქვს. ვიცი ზუსტად, რომ რუსეთს არასოდეს არ უნდა დავეჯახოთ, რადგან დავიღუპებით. პატრიოტიზმი არის შედეგი და არა პროცესი. თუ ოდესმე რაიმე გამიკეთებია, ყოველთვის იმას ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანას არ ვავნო. ვალდებული ვარ, ვთქვა ის, რაც სწორად მიმაჩნია. რუსეთი ხვალ რომც არ იყოს იმ ყველაფრის ციტადელი, რისიც დღეს არის, ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მის გვერდით.

ტარიელ გაგნიძე:

- ძალიან კარგია, რომ ვიმსჯელეთ ამ მეტად მტკივნეულ საკითხზე. ჩვენ დავიწყეთ ეს საქმე და აუცილებლად გავაგრძელებთ. ეს შეკრება საწყისი იმპულსია.

ბართოლომეოსის მოქმედება არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთი ლოკალური მოქმედება უკრაინის მიმართ. ღმერთმა არ ქნას და, თუ ბართოლომეოსმა უკრაინის საკითხში პროგრესს მიაღწია, მისი შემდგომი სამიზნე საქართველო იქნება. ბართოლომეოსი პირველი არ არის, “აღმოსავლური პაპიზმის” იდეა დაახლოებით 1000 წლის წინათ იშვა, სამარცხვინო უნიის ეპოქაც გავიხსენოთ, როცა კონსტანტინოპოლმა აღიარა რომის პაპის უზენაესობა და ძალაუფლება მართლმადიდებელ სამყაროზე. ამას იმეორებს დღეს მსოფლიო პატრიარქი, ოღონდ ცოტა სახეშეცვლილად, დღევანდელ მდგომარეობასთან მისადაგებულად მოქმედებს, ეშმაკურად. უკრაინელ ფილარეტს ჰგონია, რომ ბართოლომეოსის შემდეგი ნაბიჯი მისი პატრიარქად გამოცხადება იქნება, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს. ბართოლომეოსს სურს, როგორც მსოფლიო პატრიარქმა, უკრაინაში შექმნას მასზე დაქვემდებარებული საეგზარქოსო და შემდგომში განდგომილებს მოუწოდოს, შეუერთდნენ მათ, რათა მისი გავლენა, ძალაუფლება იქ იყოს აბსოლუტური და, რომის პაპის მსგავსად, ერთპიროვნულად დანიშნოს ადგილობრივი იერარქები. ბართოლომეოსს სურს, შექმნას სივრცე, რომელშიც ის იქნება ერთპიროვნული განმკარგველი და ღმერთმა ნუ ქნას, რომ შედგომი ეტაპი იყოს საქართველო.

რუსეთი გაძლიერდა ყველანაირი თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე ფუჭია, თუ ის იდეოლოგიურ, სულიერ სიძლიერეზე არ დგას. რუსებისა და ქართველების სიძლიერე ქრისტეს მართალი მოძღვრებიდან მომდინარეობს. ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით ძალას ფეხზე წამოსადგომად და ამ ძალას მართლმადიდებლობა გვაძლევდა. ბართოლომეოსის ეს წამოწყება მიმართულია მართლმადიდებლების სულიერი სიძლიერის გატეხვისკენ. მათ სურთ, გახლიჩონ უკრაინის ეკლესია და მიაყოლონ სხვებიც. ბრძოლა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაა. ასეთ რთულ ვითარებაში მეტი პრინციპულობაგვმართებს, მეტი შემტევი პოზიციის გამოხატვაა აუცილებელი.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“

2018 წლის 9 ოქტობერი