პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძის თქმით, ის ფრაქცია „პატრიოტებში“ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე დარჩება

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ფრაქცია „პატრიოტებს“ გვერდში დავუდგები, ამასობაში, იმედია, მოძებნიან სხვას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, ფრაქცია „პატრიოტებში“ მის გადასვლას ტექნიკური ხასიათი აქვს.

ქალბატონმა ირმამ მითხრა და გამახსენდა, რომ 8-ში ეწურებოდათ ვადა. თუ ფრაქციას არ დააკომპლექტებდნენ, დაეშლებოდათ ფრაქცია და მე პრინციპში საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე შევთავაზე. კი ბატონო, დავუჭერ მხარს, რადგან ბევრი მათი ინიციატივა, რომელშიც მთავარი არისსააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის რეჟიმად გამოცხადების ნაწილში მხარს ვუჭერდი მაშინაც, როცაქართული ოცნებისწევრი ვიყავი და ეს ადრეც მაქვს დაფიქსირებული. ვფიქრობ, თავისუფალი სიტყვა პარლამენტში ოპოზიციას უნდა ჰქონდეს და ამიტომ დავუჭირე მხარი. საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მე მათ გვერდში დავუდგები. ამასობაში, იმედია, მოძებნიან სხვას. მე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევედი და ჯერჯერობით არ ვაპირებ ჩემი დამოუკიდებელი სტატუსის დათმობას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

დღის წესრიგში „პატრიოტების“ ფრაქციის დაშლა მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ მათი ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა, დავით ჭიჭინაძემ პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ „პატრიოტებში“ წევრიანდება.

დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ირმა ინაშვილმაც, რომლის განმარტებით, ჭიჭინაძეს პირადად შესთავაზა ფრაქციაში გადმოსვლა. მისივე თქმით, პოლიტიკა ცოცხალი პროცესია და ამ ეტაპზე საინტერესოა, რაც დღეს ხდება, თუმცა ინაშვილი ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, მათი თანამშრომლობა გაცილებით მჭიდრო აღმოჩნდეს, ვიდრე ვინმეს ჰგონია.