უცხოეთი
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი მზად არის, ბირთვულ პოლიგონებზე საერთაშორისო ინსპექტორები დაუშვას

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მზად არის , ბირთვულ პოლიგონებზე საერთაშორისო ინსპექტორები დაუშვას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პომპეოს თქმით, საერთაშორისო ინსპექტორები რაკეტების გამოცდის ადგილს მაშინ მოინახულებენ, როდესაც ქვეყნები ლოჯისტიკის საკითხებს სრულად მოაგვარებენ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა და კიმ ჩენ ინს შეხვდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აშშ-ჩრდილოეთ კორეის მეორე სამიტის რაც შეიძლება მალე გამართვაზე შეთანხმდნენ.

1tv.ge