პუბლიკაციები
ამწუხაროა, ასეთი რეპრესიული აზროვნების ადამიანს, რომ მძლავრი მედიასაშუალება გაბარიათ! - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. "სამოქალაქო დაპირისპირება რა ბოროტებასა და უბედურებასაც წარმოადგენს ჩვენზე , ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებზე კარგად, არავინ უწყის და არავინ განიცდის. უკანასკნელ წლებში, ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ყველა უბედურება, საგარეო აგრესიიდან მოყოლებული, ძმათა მკვლელი ომის ჩათვლით. ამჯერად თავს შევიკავებთ სხვადასხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობების შეფასებებისგან, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, სათავეში ედგნენ საქართველოს და ძალისმიერი, თუ   რევოლუციური გზებით, ენაცვლებოდენ ერთმანეთს. მაგრამ დღეს, ვერ და არ ავარიდებთ თვალს იმ მუქარას, რაც პროკურორ, განათლების მინისტრ, მედია მაგნატ, ნიკოლოზ გვარამიასგან გაისმა - "ყველას გიმახსოვრებთ," "ყველას პასუხს გაგებინებთ" - მას საუბარი აქვს მის პოლიტიკურ ოპონენტებზე, რომლებიც მის აზრებს არ იზიარებენ!

ბატონო ნიკა!

საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, 2012 წელს, წერტილი დავუსვით და ისტორიას ჩავაბარეთ განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა -შერისხვა. სამწუხაროა, რომ თქვენ წარსულში ჩარჩით და ვერანაირი დასკვნა ვერ გააკეთეთ აქედან. კიდევ უფრო სამწუხაროა, ასეთი რეპრესიული აზროვნების ადამიანს, რომ მძლავრი მედიასაშუალება გაბარიათ, რომელიც სიძულვილის და ბოროტების, შურისძიებისაკენაა ყოველდღიურად მიმართული. ჩვენ, ომის ვეტერანები, ამჯერადაც თავს შევიკავებთ პოლიტიკური მოწოდებებისაგან, აღარ შეგახსენებთ, რა არის სამშობლოს ღალატი და ტაშფანდურის გამართვა მაშინ, როდესაც ქვეყანა სისხლისგან იცლება და გმირულად დაღუპული ბიჭების დაუმარხავი გვამებითაა მოფენილი ქართული მიწა. ამჯერადაც მოვერიდებით თქვენი მოსკოვიდან ჩამობრძანებული ფავორიტის სხვადასხვა არასასიამოვნო „რეგალიებით“ შემკობას, იგივეს გირჩევთ თქვენ და თქვენს პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც დიდად არ განსხვავდება ფაშისტურ- ბოლშევიკური აზროვნებისაგან - „ვინც ჩვენთან არ არის , ის ჩვენი მტერია“.

ჩვენ, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები, ცალ-ცალკე და ყველანი ერთად აღებული, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას- ‘’არა ძალმომრეობას!’’