სამართალი
რუსეთი დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას, რომლის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების შექმნაა - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციას დღესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%; ჩვენი მისია მდგომარეობს საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - რა პოლიტიკური ბერკეტები არსებობს, მათ შორის სუამ-ის ფარგლებში, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად? - პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ აუცილებელია პოლიტიკური კონსოლიდაციისა და ურთიერთქმედების განმტკიცება როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ისე მის გარეთ.

ჩვენ ერთმანეთს ვუცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივანაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენ სამშვიდობო ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების შექმნა. ჩვენ ვცდილობთ იმ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებას, რომელსაც დღეს ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს მიუღებელია საქართველოსთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები, ასევე, უნდა გვქონდეს შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა. ჩვენ ვთვლით, რომ სუამ- არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია ბევრი ინიციატივის განხილვაგზები, რომლებითაც ჩვენი ერები ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი ამ ყველაზე მტკივნეული გამოწვევის დაძლევას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.