პოლიტიკა
გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები გადაანაწილეს

garemos_dacva2ახალი კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევა, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციების რამდენიმე სამინისტროსთვის გადაცემას ითვალისწინებს.

ბუნებრივი რესურსების მართვა და გარემოს დაცვა ერთმანეთს ემიჯნება.

რესურსების მართვა ენერგეტიკის სამინისტროში გადავა და, სავარაუდოდ, ამ უწყებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაერქმევა. ამავე უწყებაშივე გადავა რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მართვაც.

ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადავა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საკითხებთან დაკავშირებული საკითხები.

საჯარო რეესტრის ფუნქცია გახდება მიწის მიზნობრიობის შეცვლა და ტყის ფონდის საზღვრების დადგენა, ნაპირდაცვითი საკითხები კი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შევა.

გარემოს დაცვის სამინისტროს უშუალო ფუნქცია კი გარემოს დაცვის მონიტორინგი დარჩება.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის – გია ხუროშვილის განცხადებით, მთავრობა მზადაა, მოუსმინოს ექსპერტებსა და დეპუტატებს და მათი არგუმენტირებული მოსაზრებები გაითვალისწინოს.