პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება განმარტავს, რატომ არ ჩამოვლენ რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაში

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ ცდილობს, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის ნამდვილ სტატუსთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში შეიყვანოს და რუსი ექსპერტები საქართველოში საერთაშორისო სემინარში მონაწილეობისთვის არ ჩავლენ, აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსკლუზიურ კომენტარში „Sputnik-საქართველოსთვის".

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გამოიძიოს ამ ლაბორატორიის საქმიანობა, სადაც, მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანებზე ტარდებოდეს ექსპერიმენტები, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლაბორატორიას ბიოლოგიური საფრთხის მუდმივი წყარო უწოდა.

ბუნებრივია, რუსი სპეციალისტები ასეთ პროპაგანდისტულ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ჟენევაში ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ექსპერტთა თათბირზე რუსულმა დელეგაციამ უკვე გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ ფრიად საეჭვო წამოწყების თაობაზე", – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრში საერთაშორისო სემინარი 14-15 ნოემბერს არის დაგეგმილი. მასში მონაწილეობას მიიღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის ბიოექსპერტები. ქართულმა მხარემ სემინარზე რუსი ექსპერტებიც მოიწვია, მაგრამ უარი მიიღო.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, მაღალი დონის ბიოლოგიური დაცვის ლაბორატორია გამოიყენება აშშ-ის ინტერესებისთვის, რათა შეისწავლონ განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიზეზები.

ამ ტერიტორიაზეა აშშსაქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო. ამერიკული თავდაცვის უწყება, აშშ-ის სხვა სამთავრობო დაწესებულებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები იხდიან ლაბორატორიის ექსპლუატაციურ ხარჯებს, მათ შორის, მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე აფინანსებენ იქ მიმდინარე კვლევებს", – აღნიშნულია კომენტარებში.

ეს ყველაფერი ხდება რუსეთის საზღვართან უშუალო სიახლოვეს და ჩვენი მხრიდან არ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ეს, როგორც ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში ვითარების ანალიზის საგანი", – აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ჭეშმარიტი დანიშნულების დაფარვის მიზნით ის გაფორმებულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. აშშ არ იძლევა ინფორმაციას ამ ორმაგი დანიშნულების საქმიანობის შესახებ ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ნდობის გამტკიცების ზომების ფარგლებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სიტუაციაში გარკვევისა და ამასთან დაკავშირებით შემდგომი მოქმედებების დაგეგმვის მიზნით, ორმხრივი დიპლომატიური არხების ამოქმედებას აპირებს.