პუბლიკაციები
ლევან იზორია: საქართველომ ნატოს მზადყოფნის ცენტრის გახსნის ინიციატივით მიმართა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო ნატოს საქართველოს მზადყოფნის ცენტრის გახსნის ინიციატივით მიმართავს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ იდეა კოლეგებს და ნატოს გენერალურ მდივანს გააცნო.

ჩვენ წარმატებით დავასრულებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებას, რაც დღის წესრიგში აყენებს ახალი ფორმატის შეცვლის აუცილებლობას ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ შევთავაზეთ ნატოს გენერალურ მდივანს, გვქონდა ამ თემაზე საუბარი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ეს გავიმეორე კომისიის ფარგლებში, რომ კარგი იქნება, შეიქმნას საქართველოში ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრი, რომელიც იქნება უფრო ფართო სპექტრის იმ ბაზაზე, რაც წელს შეიქმნა საბრძოლო მომზადების ცენტრი. ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად შექმნილ საბრძოლო მომზადების ცენტრს. ჩნდება შესაძლებლობა, რომ სხვა ნატოს წევრი ქვეყნებიც ჩაერთონ ერთობლივი სწავლებების განხორციელების მიზნით და ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. განახლებული შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, სადაც ცენტრალური საბრძოლო მზადყოფნაა და ჩვენ სტრატეგიულ ადაპტაციას ტერმინში სტრატეგიულ მზადყოფნაში ვხედავთ“, - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მზადყოფნის ცენტრის იდეა აშშ-ის თავდაცვის მდივანს მოეწონა და სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა საქართველოს.

საქართველოს მზადყოფნის ცენტრი არის იდეა, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ნატოს. ეს ძალიან მოეწონა აშშ-ის თავდაცვის მდივანს და სრულ მხარდაჭერას დაგვპირდა ამ იდეის განხორციელების საქმეში. ამ იდეაზე ვესაუბრე სტოლტენბერგს. მასაც აქვს დიდი ინტერესი, რომ ეს იდეა შემდგომში იქნეს დეტალურად განხილული.

ლატვიამ პოზიტიურად აღიქვა ეს ინიციატივა და სხვა ქვეყნებმაც დააფიქსირეს მზადყოფნა ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესახებ. ჩვენი შეთავაზება ძალიან პოზიტიურად შეფასდა. დიდია დაინტერესება და შემდგომი წლები - 2019-2020 წლები მოგცემს შესაძლებლობას, რომ ნატოსთან თანამშრომლობისა და ნატოს წევრებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და თანამშრომლობის მექანიზმები. 2019 წელს დაგეგმილი ნატო-საქართველოს წვრთნები მოგვცემს ამ იდეის განხილვის და მისი პრაქტიკული განორციელების რეალურ ბერკეტებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.