სამართალი
სანდრო ბრეგაძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

sandro_bregadzeყოფილ პარლამენტარ სანდრო ბრეგაძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრეგაძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.

ყოფილი პარლამენტარის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნის შუამდგომლობა სასამართლოში უკვე შევიდა, თუმცა პროცესი ჯერ დანიშნული არ არის. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა სანდრო ბრეგაძე ორი დღის წინათ დააკავეს, მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ სანდრო ბრეგაძე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და რომ მას ეს სპეციალურად მოუწყვეს.