საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მათ მუდმივად უნდა შეახსენონ ხალხს, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს.
„2012 წლამდე იყო კატასტროფა ქვეყანაში. დღეს გვაქვს ჯანსაღი სიტუაცია ბიზნესში, ეკონომიკაში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი იყოს, რომ „ნაციონალებზე” უკეთესი ვიყოთ. მარტო ის კი არ არის მთავარი, რომ ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება 2012 წელს და ისინი ჩავაბარეთ წარსულს, არამედ ის, რომ ისინი ვერ განმეორდებიან – მუდმივად უნდა შევახსენოთ ხალხს, რა ხდებოდა მათი ხელისუფლების დროს, უბედურება, რომელიც დაატრიალა საქართველოში „ნაცმოძრაობამ“. ჩვენ ამ არჩევნებში 10:0-ს მოვუგებთ „ნაცმოძრაობას“. ჩვენი მიზანია, ეს პარტია ჩავტოვოთ იმ რეიტინგში, რაც მათ ბოლო წლებში აქვთ. „ნაციონალები“ 27%-ს არ უნდა აცდნენ. საზოგადოება უნდა გამოვიდეს და პასუხი უნდა გასცეს მათ სიბინძურეებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.