სამართალი
ექვსმა მოყვარულმა მოფარიკავემ საქართველოდან ისრაელში არალეგალურად დარჩენა გადაწყვიტა

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, მოფარიკავეები ისრაელში ფარიკაობის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და ფედერაციის გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად ჩავიდნენ და მიიმალნენ, რათა ქვეყანაში არალეგალურად დარჩენილიყვნენ. შედეგად ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მჭედლიძესა და სახვაძეს დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 5 ათასი ფრანკით დააჯარიმა.

ფედერაციის დანაშაული დიდი არ არის, მოყვარული სპორტსმენების დანაშაული უფრო მეტია, რადგანაც ისინი უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ და სხვა ქვეყანაში დარჩნენ“, – განაცხადა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბაზაძემ ტელეკომპანიის ეთერში.

ამასთან, ბაზაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელმძღვანელობის დისკვალიფიკაციისა, ფედერაცია ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს და საქართველოს ნაკრები ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებას გააგრძელებს, რომელიც 2020 წელს გაიმართება.