რელიგია
საქართველოს საპატრიარქო იმედოვნებს, რომ უკრაინაში ეკლესიის საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიაქო ამჯობინებს, თავი შეიკავოს უკრაინაში საეკლესიო საკითხის ირგვლივ არსებული სიტუაციის შეფასებისგან.

უფრო ადრე კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში" თავისი წარმომადგენლები დანიშნა კიევში. ამას გარდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას აპირებს. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ ქმედებას სხვა ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრა უწოდა.

ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია", – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ ეს ძალზე სათუთი თემაა.

რა თქმა უნდა, ორივე მათგანი გრძნობს პასუხისმგებლობას მილიონობით მართლმორწმუნეთა წინაშე, უფრთხილდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას და, ვიმედოვნებთ, ყოველმხრივ შეეცდებიან მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ", – აღნიშნულია განცხადებაში.