პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტის განხილვას დათანხმდა

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი სააკაშვილბოკერიას დანაშულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ რეზოლუციის განხილვას შეუდგა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მოამზადა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობაც აღარ აქვს, კვლავ რჩება მის მიერ დაფუძნებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგად. აღნიშნული პარტია ამ დრომდე დიდ როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკაში, ყველა გამოკითხვის შედეგებით, იგი მმართველი პარტია ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს შემდეგ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალაა.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, იგი ერთ დროს მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში „რუხ კარდინალსაც“ ეძახდნენ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობის გამო, ბოკერიამ და სხვა ლიდერებმა დატოვეს „ნაცმოძრაობის“ რიგები და საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია ევროპული საქართველომოძრაობა საქართველოსთვის დააფუძნეს. ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების უმრავლესობა წაიღო და საპარლამენტო უმცირესობა ჩამოაყალიბა.

მიუხედავად განხეთქილებისა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ორივე პარტიას ერთ მთლიანობად განიხილავს და ბოლო ორი წელია, პარლამენტის ტრიბუნიდან სააკაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების დასჯას მოითხოვს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რომელშიც ძირითადი ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს, „ევროპული საქართველოს“ წევრ დავით ბაქრაძესა და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართება, „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში, პარლამენტს ზურაბიშვილის ორი მთავარი მოწინააღმდეგის მამხილებელი რეზოლუციის მიღება შესთავაზა.

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, შესაბამისად, მასზეა დამოკიდებული რეზოლუციის ბედი.

პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს, ფაქტობრივად კი - მმართველ პარტიას სთავაზობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობა დანაშაულებრივად გამოაცხადოს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას და პარტიებს – ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს დააკისროს.

თუ მათ იმდენი დანაშაული ჩაიდინეს, დაარბიეს იმდენი აქციები, ქუჩებში იმდენი ადამიანი მოკლეს, მაშინნაცმოძრაობადანაშაულებრივი რეჟიმი იყო და იგი უნდა აისახოს პარლამენტის რეზოლუციაში. ჩვენს პროექტში ეს ასახულია და კარგი იქნება, თუ მას მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილი არ მალავს, რომ მის პარტიას სწორედ მმართველი პარტიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

გასაგებია, რომნაცმოძრაობამხარს არ დაუჭერს რეზოლუციის განხილვას, მხარს არ დაუჭერს არც ბოკერია, მაგრამ კარგი იქნება, თუქართული ოცნებაამაში სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს არ დაეხმარება“, – აღნიშნა ინაშვილმა.

მისი სიტყვებით, პარტიამ 300 ათასი მოქალაქის ხელმოწერა უკვე შეაგროვა.

ხელმოწერის შეგროვების პროცესი მთელ ქვეყანაში მიდის და ეს ნიშნავს, რომ ამის შესახებ არა მარტო ირმა ინაშვილი დაპატრიოტთა ალიანსისაუბრობს, არამედ ეს სურვილია 300 ათასი მოქალაქის, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს მმართველი პარტია დროს უქმად არ კარგავს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, თუ როგორ შეასრულებს მთავარი პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისდროინდელი დანაშაულებრივი სისტემის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის რეკომენდაციებს.

დღეს ჩვენ პროკურატურიდან შესაბამისი ადამიანი მოვიწვიეთ და მოვისმენთ, როგორ სრულდება რეკომენდაციები. ჩვენ გვინდა, სურათი მთლიანად დავინახოთ და დღეს დისკუსიას დავიწყებთ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს.

თუმცა, ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდება თუ შემდეგ, ბესელიას არ დაუკონკრეტებია.