პუბლიკაციები
სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ 20 ლარის შემოწირულობა მიიღო

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ სექტემბერში მიღებული შემოწირულობების სტატისტიკას აქვეყნებს. სიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, რომელსაც 442 691 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული.

332 245 ლარით მეორე ადგილზეა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

სხვა პარტიებისა და კანდიდატების მიერ მიღებული თანხების სტატისტიკა ასეთია: ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 91 196 ლარი; სამოქალაქო პლატფორმაახალი საქართველო – 35 ათასი ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი ბესარიონ თედიაშვილი – 13 ათასი ლარი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 9 700 ლარი; „ახალი პოლიტიკური ცენტრიგირჩი“ – 4 600 ლარი; „თავისუფალი საქართველო“ – 1 010 ლარი; „ეროვნული ფორუმი“ – 350 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე – 200 ლარი; „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ – 20 ლარი.

მმართველ გუნდს სექტემბერში 20 ლარი საწევროს სახით პარტიის წევრმა დიმიტრი ჩქარეულმა ჩაურიცხა.