უცხოეთი
მარია ზახაროვა - იციან თუ არა ამერიკელებმა, რომ მათი ფულით დაფინანსებული დიპლომატები აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში აგრესიული რიტორიკის საფრთხეს ვერ აცნობირებენ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მარია ზახაროვა რუსული რაკეტების განადგურებასთან დაკავშირებით, ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის, კეი ბეილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ადამიანები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ვერ აცნობიერებენ აგრესიული რიტორიკის საფრთხეს. ვინ მისცა ამ ქალბატონს მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება ? ამერიკელმა ხალხმა? იციან ამერიკელებმა, რომ მათი ფულით დაფინანსებული დიპლომატები ასეთ აგრესიულ და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებენ?“- განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქეი ბეილიმ განაცხადა , რომ აშშ-ს შეუძლია განიხილოს შეთანხმების დარღვევით წარმოებული, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რუსული რაკეტების განადგურების საკითხი, თუ ისინი აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა რუსული რაკეტის განადგურების შესაძლებლობას, რომლებიც ჩვენი ნებისმიერი მოკავშირის უსაფრთხოებას დაემუქრება“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

1tv.ge