უცხოეთი
აშშ-ი რუსეთს აკრძალული რაკეტების განადგურებით დაემუქრა

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ი რუსეთს აკრძალული რაკეტების განადგურებით დაემუქრა, – ეს განცხადება ნატო-ში აშშ-ის ელჩმა ქეი ბეილი-ჰატჩისონმა გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია განიხილოს შეთახმების დარღვევით წარმოებული, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რუსული რაკეტების განადგურების საკითხი, თუ ისინი აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება. მან მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს აკრძალული შეიარაღების წარმოება.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა რუსული რაკეტის განადგურების შესაძლებლობას, რომლებიც ჩვენი ნებისმიერი მოკავშირის უსაფრთხოებას დაემუქრება“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, აშშ-ი ამზადებს საპასუხო ზომებს, რომელიც რუსეთს აკრძალული შეირაღების წარმოებას შეაჩერებს.

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით, აკრძალულია ისეთი რაკეტების წარმოება, რომელთა მოქმედების არეალი 500 კილომეტრს სცდება. აშშ-მა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დასდო ბრალი რუსეთს ამ შეთანხმების დარღვევაში.

1tv.ge