აქტუალური
2008 წლის 2 ოქტომბერს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელიც ომის გაჩაღებაში ბრალს ქართულ მხარეს სდებს!

საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633 (2008) საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები

პუნქტი 5

2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.

რეზოლუციას ხელს აწერენნაცმოძრაობისლიდერები, რომლის მიერ ეს რეზოლუცია იყო ინიცირებული: პეტრე ცისკარიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია.


საქინფორმი